მოლაპარაკებები ჩაიშალა - მადრიდის "რეალი" ამ ფეხბურთელს აღარ გაიფორმებს

image


მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს, "ტოტენჰემის" ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი თავისუფალი აგენტი ხდება, მადრიდის "რეალი" დანიელი ფეხბურთელის გაფორმებით აღარ არის დაინტერესებული.

"სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა იმედოვნებდა, რომ "ტოტენჰემის" ვარსკვლავის გაფორმებას 56-დან 84 მილიონ ევრომდე თანხის ფარგლებში შეძლებდა, მაგრამ საქმე ასე მარტივი მოსაგვარებელი არ აღმოჩნდა.

მას შემდგომ, რაც "ბარსელონამ" "აიაქსის" ნახევარმცველ ფრენკი დე იონგში 86 მილიონი ევრო გადაიხადა, "ტოტენჰემის" ნახევარმცველის სატრანსფერო თანხაც ვერ იქნებოდა იმ მოცულობასთან მიახლოებული, რასაც მადრიდელები იმედოვნებდნენ.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ტოტენჰემის" პრეზიდენტმა დენიელ ლევიმ დანიელი ნახევარმცველის ფასი დაასახელა და ის 250 მილიონ ევროს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ერიქსენის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2020 წლის 30 ივნისს იწურება. იმ შემთხვევაში, თუკი პრემიერ ლიგის კლუბი ფეხბურთელთან დეტალებზე ვერ შეთანხმდება, დანიელი "ტოტენჰემს" თავისუფალი აგენტის ამპლუაში დატოვებს.

მართალია, მადრიდის "რეალმა" კრისტიან ერიქსენისგან თავის შორს დაჭერა გადაწყვიტა და მასში დიდი თანხის გადახდას აღარ გეგმავს, მაგრამ ეს ფეხბურთელი მაინც რჩება ისეთი წამყვანი კლუბების სამიზნედ, როგორებიც არიან "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი", მიუნხენის "ბაიერნი" და "იუვენტუსი".

ინფორმაციის წყარო: ესპანური გამოცემა "AS".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა