ოფიციალურად: მადრიდის "რეალი" ორმა ფეხბურთელმა დატოვა

image


მადრიდის "რეალის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "სამეფო კლუბი" ორ ფეხბურთელს დაემშვიდობა.

პირველი - ეს გახლავთ ბორხა მაიორალი. მადრიდის "რეალის" ფორვარდი იჯარის პირობებით „ლევანტეში“ განაგრძობს ასპარეზობას.

ახლახანს ხელმოწერილი იჯარის ხელშეკრულება, მიმდინარე სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში.

შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელი „რეალში“ 2007 წლიდან მოყოლებული ასპარეზობდა, თუმცაღა, საწყის შემადგენლობაში ძალიან იშვიათად ხვდებოდა.

გასულ სეზონში, „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში, 21 წლის მაიორალმა 24 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა.

თუმცაღა, მაიორალი არ არის ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც "სამეფო გუნდის" დატოვება გადაწყვიტა.

"ლოს ბლანკოსის“ მცველმა ფაბიო კოენტრაუმ „რეალთან“ მოქმედი ხელშეკრულება გააუქმა და თავისუფალი აგენტის ამპლუაში „რიო ავეში“ განაგრძობს თამაშს.

2005 წელს, სწორედ ზემოთაღნიშნულ კლუბში დაიწყო თავისი კარიერა კოენტრაუმ, რის შემდგომაც, „ბენფიკის“, „ნაციონალისა“ და „სარაგოსას“ შემადგენლობაში ასპარეზობდა.

2011 წელს, მადრიდის „რეალმა“ კოენტრაუ 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შემოიერთა.

30 წლის პორტუგალიელმა გასული სეზონი „სპორტინგში“ გაატარა, სადაც მან 44 მატჩი გამართა და 1 გოლის გატანა მოახერხა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა