"ძალიან გთხოვთ გამიშვით მადრიდის "რეალიდან" და მომეცით უფლება, რომ იქ წავიდე!"

image


მადრიდის "რეალის" მცველ მარსელოს "იუვენტუსში" გადასვლას სურს.

ბრაზილიელს ყოფილ თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად უნდა თამაში და ეს სურვილი მან "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობასაც გაანდო.

"თუკი "იუვენტუსი" წინადადებით მომმართავს და კლუბში მიმიწვევს, ძალიან გთხოვთ გამიშვით, მომეცით უფლება, რომ წავიდე!" - რიგ პრესტიჟულ წყაროებზე დაყრდნობით, სწორედ ასეთი გახლდათ 30 წლის ფეხბურთელის სიტყვები.

იმ შემთხვევაში, თუკი ზემოაღნიშნული დადასტურდება და მარსელო აზრს არ შეიცვლის, მაღალი ალბათობით, ტრანსფერი ზაფხულში განხორციელდება. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც "ლოს ბლანკოსის" მენეჯმენტი შემადგენლობის მასშტაბურ წმენდას გეგმავს. ვარაუდობენ, რომ "სამეფო კლუბი" შესაძლოა გარეტ ბეილმა, კეილორ ნავასმა, ხესუს ვალეხომ, ლუკა მოდრიჩმა, ისკომ და მარიანო დიასმა დატოვონ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ, ტურინულმა კლუბმა მარცხენა მცველ ალექს სანდროსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამ ფაქტისდა მიუხედავად, ბრაზილიელის გაფორმება არაერთ წამყვან კლუბს სურს. შესაბამისად, ეს გარემოება გვაფიქრებინებს, რომ ზაფხულში "იუვენტუსმა" შესაძლოა მართლაც მიმართოს სატრანსფერო როტაციას, რომელიც უპირველეს ყოვლისა მარცხენა მცველებს შეეხება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ხმები, თითქოსდა თავად კრიშტიანუ რონალდუ ცდილობს მარსელოს გადაბირებას - იხილეთ სტატია ამის თაობაზე.

ინფორმაციის წყარო: იტალიური, ესპანური და ბრიტანული გამოცემები - "TuttoSport", "Calciomercato", "OK Diario" და "Daily Mail".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა