"ტოტენჰემის" ვარსკვლავის გასაფორმებლად მადრიდის "რეალმა" ჭკვიანურ გზას მიმართა

image


ესპანური სპორტული გამოცემა "AS" გვატყობინებს, რომ მადრიდის "რეალი" "ტოტენჰემს" მოვლენების განვითარების კიდევ ერთ საინტერესო ალტერნატივას სთავაზობს.

საქმე კრისტიან ერიქსენის "სანტიაგო ბერნაბეუზე" ტრანსფერს ეხება.

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა ინგლისურ გრანდს ხამეს როდრიგესს სთავაზობს, სანაცვლოდ კი სურს, რომ "ტოტენჰემისგან" დანიელი ნახევარმცველი უფრო დაბალ ფასად გაიფორმოს.

არაერთი გამოცემა იმასაც წერდა, რომ "ტოტენჰემის" პრეზიდენტი დანიელ ლევი ისედაც მზად იყო, რომ ერიქსენზე ფასი დაეკლო. ახლა, ხამეს როდრიგესის გარიგებაში ჩართვა მადრიდის "რეალისთვის" კიდევ უფრო მომგებიანი უნდა აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, რომ ხამეს როდრიგესი ახლა მიუნხენის "ბაიერნში" იჯარის წესებით ასპარეზობს. გერმანული კლუბის შემადგენლობაში ხამესმა მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა და გუნდის სათავეში ნიკო კოვაჩის მოსვლის შემდგომ, 27 წლის ფეხბურთელის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა