ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია "რეალის" გულშემატკივართათვის ტრანსფერთან დაკავშირებით

image


როგორც მოგეხსენებათ, ედენ აზარის სახელს მადრიდის "რეალთან" უკვე დიდი ხანია, რაც აკავშირებენ. წარსულში, თავად ბელგიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმაც გამოთქვა "ლა ლიგაში" ასპარეზობის სურვილი.

ახლახანს, ბოლო ინტერვიუში, ედენ აზარმა აღიარა, რომ მადრიდის "რეალში" გადასვლა კვლავ სურს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ "ჩელსიში" დარჩეს.

ვინგერის თქმით, მისთვის ზინედინ ზიდანი ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ ფრანგი სპეციალისტის მიერ "სამეფო კლუბის" დატოვებას აზარის გეგმებზე გავლენა არ მოუხდენია.

"ვისურვებდი თუ არა მადრიდის "რეალში" გადასვლას? რატომაც არა! ვის არ უნდა "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაში? ზინედინ ზიდანი მე არ შემხმიანებია, მაგრამ ხვალ რომ ვთქვათ, "მანჩესტერ იუნაიტედში" წავიდეს, მის გამო იქ არ წავალ."

"ზინედინ ზიდანთან ერთად თუ მის გარეშე, მადრიდის "რეალი" მაინც მადრიდის "რეალია"."

"ინგლისში ყველაფერი მოვიგე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქაურობას აუცილებლად დავტოვებ. თუმცაღა, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ინგლისში თამაშის შემდგომ, სხვა რამის ცდა მინდა, ახალი გამოწვევები მჭირდება. პარალელურად, ბევრი ასპექტია, რის გამოც "ჩელსიში" დარჩენაც ღირს."

"თქვენ მეკითხებით მადრიდის "რეალის" შესახებ, მაგრამ თავადაც იცით, რომ პასუხი დადებითია. მიუხედავად ამისა, დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით."

"მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომვე ვაპირებდი "ჩელსის" დატოვებას, მაგრამ დავრჩი და კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ვატარებ."

"ზინედინ ზიდანის თამაშზე გავიზარდე, მაგრამ მისი "რეალში" არ ყოფნა "სამეფო კლუბში" გადასვლის გეგმასა თუ სურვილზე არ მოქმედებს." - ციტირებს ედენ აზარის სიტყვებს პრესტიჟული ბრიტანული გამოცემა "Sky Sports".

მიმდინარე სეზონში, 28 წლის ფეხბურთელი მართლაც გამორჩეულ ფორმაშია. პრემიერ ლიგაში მან 22 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

ის ფაქტი, რომ ედენ აზარი მადრიდის "რეალში" გადასვლას მიესალმება და არ გამორიცხავს, "ლოს ბლანკოსისათვის" უაღრესად სასიამოვნო ამბავი უნდა იყოს. მადრიდის "რეალის" პრეზიდენტის ფლორენტინო პერესისა და მისი გუნდის მხრიდან სათანადო ძალისხმევისა და მიზანდასახულობის გამოჩენის შემთხვევაში, ძალიან მაღალი შანსია, რომ ედენ აზარი "ბერნაბეუს" ამ ზაფხულსვე შემოუერთდეს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა