შეთანხმება სრულიად მიღწეულია: მადრიდის "რეალი" ამ ფეხბურთელს 50 მილიონ ევროდ გაიფორმებს

image


მადრიდის "რეალსა" და ედერ მილიტაოს შორის ინტერესების სრული თანხვედრაა. "სამეფო კლუბს" ფეხბურთელი მომავალ სეზონში შემოუერთდება.

ტრანსფერის თაობაზე, "პორტუს" ცენტრალურმა მცველმა "ლოს ბლანკოსს" ვერბალური თანხმობა უკვე მისცა. "თეთრები" მილიტაოს გამოსასყიდ თანხას ერთიანად გადაიხდიან.

ფეხბურთელის გაფორმებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით, პორტუგალიური კლუბის მენეჯმენტი უკვე საქმის კურსშია.

როგორც ირკვევა, მილიტაო მადრიდის "რეალთან" ახალ კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებს.

ედერ მილიტაოს გამოსასყიდი თანხა 50 მილიონ ევროს შეადგენს და "ლოს გალაქტიკოსი" აღნიშნულ მოცულობას სრულად გადაიხდის. თანხის 10%-ს "სან-პაულო" მიიღებს, რადგანაც თავდაპირველად, მილიტაომ კარიერა სწორედ აღნიშნულ კლუბში დაიწყო.

მადრიდის "რეალს" კიდევ ერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი შემოუერთდება. ედერით წამყვანი კლუბები ინტერესდებოდნენ, რომელთა შორისაც უნდა ვიგულისხმოთ "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი".

მილიტაოს მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდებოდა და "სამეფო კლუბს" რომ არ ეჩქარა, 21 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა ზაფხულში უკვე 75 მილიონ ევრომდე აიწევდა.

არც მადრიდის "რეალი" და არც თავად მილიტაო ტრანსფერის იანვარში განხორციელების ალტერნატივას არ განიხილავდნენ. ახალგაზრდა ბრაზილიელი მიმდინარე სეზონს "პორტუში" ჩაამთავრებს და როგორც აშკარად ჩანს, საკმაოდ წარმატებულადაც.

როგორც კი სათანადო დოკუმენტებს ხელი ოფიციალურად მოეწერება, ედერ მილიტაო ესპანეთის დედაქალაქს ივნისშივე მიაშურებს.

ინფორმაციის წყარო: ესპანური გამოცემა "AS".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარები 1

ალექსანდრე
ალექსანდრე 22 იანვარი 2019 22:34
არც მადრიდის "რეალი" და არც თავად მილიტაო ტრანსფერის იანვარში განხორციელების ალტერნატივას არ განიხილავდნენ. ახალგაზრდა ბრაზილიელი მიმდინარე სეზონს "პორტუში" ჩაამთავრებს და როგორც აშკარად ჩანს, საკმაოდ წარმატებულადაც
ფართი შოპი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა