სიახლე ედენ აზარის მადრიდის "რეალში" შესაძლო ტრანსფერის თაობაზე

image


"ლოს გალაქტიკოსი" ედენ აზარის ფასის დაწევას ცდილობს.

ედენ აზარის სიმპათიები მადრიდის "რეალის" მიმართ უკვე საყოველთაოდაა ცნობილი. "სამეფო კლუბი" სწორედ ამ გარემოების სათავისოდ გამოყენებას შეეცდება და იმედოვნებს, რომ ედენ აზარის სურვილის ფონზე, მადრიდის "რეალს" "ჩელსიდან" ბელგიელის გადმოყვანა უფრო ნაკლებ ფასად შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, "ლურჯებმა" ვინგერის ღირებულებად 100 მილიონი ფუნტი დაასახელეს.

მიმდინარე სეზონში, "ჩელსის" მაისურით, აზარმა 27 მატჩი ჩაატარა. მან 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 28 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2020 წლამდეა ძალაში, რის გამოც, არაერთი პრესტიჟული გამოცემა აზარის მიერ "ჩელსის" დატოვებას ამ ზაფხულსვე ვარაუდობს.

უკვე დიდი ხანია, რაც ედენ აზარის სახელს მადრიდის "რეალთან" აქტიურად აკავშირებენ და "სამეფო კლუბის" მიმართ თავისი დადებითი დამოკიდებულება ფეხბურთელსა და მისი ოჯახის წევრებსაც არაერთხელ გამოუხატავთ.

რაც შეეხება ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ რობერტო მარტინესს, იგი ფიქრობს, რომ აზარის "რეალში" ტრანსფერი შესაძლებელია, მაგრამ ფეხბურთელისთვის ეს გადაწყვეტილება მომგებიანი ვერ იქნება.

წყარო: ესპანური სპორტული გამოცემა "Marca".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა