ოფიციალურად: მადრიდის "რეალმა" 16 წლის ფეხბურთელი გაიფორმა
მადრიდის "რეალმა" "მალაგადან" მცველი ხოსე ლოპეს მარტინესი იგივე ჩეჩუ შემოიერთა.
17 წლამდე ნაკრების წევრს შეუძლია დაცვის ხაზის როგორც ცენტრში, ასევე მარცხენა ფლანგზე თამაში. მისი ტექნიკა და მრავალფეროვანი თამაში კლუბს ბევრს შეჰმატებს.
ოთხშაბათს, ჩეჩუ "სანტიაგო ბერნაბეუზე" იმყოფებოდა და ესპანეთის საფეხბურთო თასის ფარგლებში, მადრიდის "რეალსა" და "ლეგანესს" შორის გამართულ დაპირისპირებას ესწრებოდა.
მატჩის დასრულებიდან რამდენიმე საათში, ყველა საჭირო დოკუმენტს მოეწერა ხელი და ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერმა ოფიციალური სახე მიიღო.
საგულისხმოა, რომ ჩეჩუს პირადი წარმომადგენელი პერე გვარდიოლაა, რომელიც პეპ გვარდიოლას ძმა გახლავთ და ახლახანს, სწორედ ამ უკანასკნელის გუნდიდან დაიმატა ბრაჰიმ დიასი "სამეფო კლუბმა".
შეგახსენებთ, რომ იანვარში, მადრიდის "რეალმა" 3 ტრანსფერი განახორციელა - "ლოს ბლანკოსმა" მოჰამედ მიზიანი, ბრაჰიმ დიასი და ჩეჩუ შემოიერთა, რომელთაგანაც ძირითად გუნდში ჯერ-ჯერობით მხოლოდ დიასი ითამაშებს.
ბოლო სიახლეები