ტონი კროოსმა შესაძლოა კარიერა იტალიაში განაგრძოს

image


მილანის "ინტერმა" ლუკა მოდრიჩის გაფორმების ინტერესი უკვე დაკარგა და ახლა მისი თანაგუნდელის, ტონი კროოსის გაფორმებას შეეცდება.

გერმანელ ნახევარმცველს მადრიდის "რეალთან" 2022 წლამდე კონტრაქტი აკავშირებს, ხორვატი ფეხბურთელის ხელშეკრულება "ლოს ბლანკოსთან" კი 18 თვეში იწურება.

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული, "ინტერი" მოდრიჩის გადაბირებას ცდილობს, მაგრამ "ნერაძურის" უფროსობა მიიჩნევს, რომ იტალიური გრანდის თამაშის სტილს ტონი კროოსი უფრო უხდება.

29 წლის ტონი კროოსმა, რომელმაც "ლა ლიგის" ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო, ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების 14 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა.

გერმანელი ფეხბურთელი მადრიდის "რეალის" შემადგენლობას რამდენიმე კვირაში დაუბრუნდება.

ინფორმაციის წყარო: იტალიური გამოცემა "La Gazzetta dello Sport".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
მსგავსი სიახლეები
რეკლამა
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა