"იუვენტუსის" მზაკვრული გეგმა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის გადმოსაბირებლად

image


იტალიური და ესპანური წყაროები გვამცნობენ, რომ „იუვენტუსი“ მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველ მარსელოს მოსაპოვებლად ბრძოლას არ წყვეტს და ბრაზილიელის შემოერთებას ახლა უკვე მომავალ სეზონში შეეცდება.

ცნობილი ფაქტია, რომ კრიშტიანუ რონალდუ თავის ყოფილ თანაგუნდელ უდიდეს პატივს სცემს. მასმედიაში ცირკულირებს ხმები იმის თაობაზე, რომ „იუვენტუსმა“ 30 წლის მარსელოს გადმობირების კონკრეტული გეგმაც კი შეადგინა.

ამ ზაფხულს, ტურინული მხარის მცდელობა გადმოეყვანა მარსელო საკუთარ გუნდში, ამაოდ დასრულდა. როგორც ირკვევა, მომავალ ზაფხულს, იტალიური გრანდი მარსელოში 50 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.

წყარო გვატყობინებს, რომ მარსელო „იუვენტუსში“ გადასვლას ემხრობა. ზოგიერთი გამოცემა იმასაც ამტკიცებს, რომ რონალდუ და მარსელო „იუვენტუსის“ შესახებ ერთმანეთთან ხშირად საუბრობენ და რომ პორტუგალიელს ბრაზილიელთან ერთად თამაში სურს.

აღნიშნული ტრანსფერის განსახორციელებლად, „იუვენტუსს“ ალექს სანდროს გაყიდვა დასჭირდება. ეს უკანასკნელი სწორედ ის ფეხბურთელია, რომლითაც მადრიდის „რეალი“ წარსულში გახლდათ დაინტერესებული.

ამ ზაფხულს, ალექს სანდროს მიმართ ინტერესი "პ.ს.ჟ."-მაც გამოხატა, თუმცა ტურინულმა კლუბმა 27 ფეხბურელის გაყიდვა გადაიფიქრა.

სანდრო მაღალი დონის ფეხბურთელია და იტალიელებს მისი გაყიდვით მარსელოს გადმოსაყვანად საჭირო თანხის მოგროვებაში ხელი მნიშვნელოვნად შეეწყობათ.

მართლაც საინტერესოა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და არჩივნებს თუ არა ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდუსთან ერთად თამაშს "სამეფო გუნდს". ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, მარსელო მადრიდის "რეალში" რჩება და თავს მშვენივრად გრძნობს.

წყაროები: "CalcioMercato", "TuttoSport" და "AS".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა