მადრიდის "რეალი" "ტოტენჰემის" ვარსკვლავის საყიდლად ემზადება

image


მადრიდის "რეალი" "ტოტენჰემის" ნახევარმცველის კრისტიან ერიქსენის გაფორმებას სულ უფრო და უფრო უახლოვდება.

"სამეფო კლუბს" 26 წლის დანიელის ყიდვა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სურს.

26 წლის ფეხბურთელის ამჟამინდელი ხელშეკრულება ლონდონელებთან 2020 წლამდეა ძალაში და იმ შემთხვევაში, თუკი ნახევარმცველი "ტოტენჰემთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, მადრიდის "რეალი" ერიქსენის შემოერთებას აღარ დაახანებს.

მადრიდში დარწმუნებულნი არიან, რომ კრისტიანს 33 წლის ლუკა მოდრიჩის საქმის გაგრძელება შესანიშნავად ხელეწიფება. თავის მხრივ, აღსანიშნავია, რომ მოდრიჩი "რეალში" სწორედ "ტოტენჰემიდან" გადმოვიდა.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ერიქსენი "აიაქსიდან" "ტოტენჰემში" 2013 წელს გადავიდა, მისმა სატრანსფერო თანხამ კი 11 მილიონი ფუნტი შეადგინა.

ინფორმაციის წყარო: ყოველდღიური ესპანური სპორტული გამოცემა "AS".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა