ოფიციალურად: მადრიდის "რეალმა" ახალი ფეხბურთელი გაიფორმა

image


მადრიდის "რეალის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ბრაჰიმ დიასი ახლა უკვე "სამეფო კლუბის" წევრია. იგი გულშემატკივრების წინაშე ორშაბათს, 7 იანვარს, საქართველოს დროით 16 საათსა და 30 წუთზე წარსდგება.

დიასი 2015 წელს "მალაგადან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა, ახლა კი ფეხბურთელმა მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2025 წლამდე იქნება ძალაში. "ბერნაბეუზე" დიასი 15 მილიონი ევროს მოცულობის ანაზღაურებას მიიღებს და ამ თანხას ბონუსების სახით 5 მილიონი ევროც დაემატება. დიასი ევროპაში მოასპარეზე ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პერსპექტიული მოთამაშეა და მისგან ბევრსაც ელიან.

მომავალ ზაფხულს, "მანჩესტერ სიტი" ბრაჰიმ დიასს თავისუფალი აგენტის ამპლუაში დაკარგავდა, რაც ცხადია, ფინანსური თვალსაზრისით, ინგლისური გრანდისათვის წამგებიანი იქნებოდა. ამიტომაც, "ქალაქელებმა" მადრიდის "რეალთან" თანამშრომლობაზე უარი არ თქვეს და ტრანსფერი იანვარშივე განხორციელდა.

19 წლის ბრაჰიმ დიასი "ლოს ბლანკოსის" ძირითად გუნდში იასპარეზებს და მისი მაისურის ნომერი "21" იქნება. "სამეფო კლუბის" აღნიშნული ნომრის მაისური მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ზაფხულში ბორხა მაიორალმა "ლევანტეს" მიაშურა.

მადრიდული გრანდი ჯერ კიდევ პარასკევს გეგმავდა დიასის ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადებას, მაგრამ მოლაპარაკებებში იყო გარკვეული ასპექტები, რომელთა დაზუსტებასაც დრო სჭირდებოდა. ახლა, როდესაც პრობლემატური საკითხები გადაწყვეტილია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემტევი ნახევარმცველი მზადაა მადრიდის "რეალის" პირველ გუნდში კუთვნილი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლოს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა