დასტური ფეხბურთელის აგენტისგან: "მადრიდის "რეალი" მას რამდენიმე დღეში გაიფორმებს"

image


„რივერ პლეიტის" შემადგენლობაში ეზეკიელ პალასიოსი „ლიბერტადორესის თასის“ გამარჯვებული გახდა, მაგრამ სულ მალე, 20 წლის ნახევარმცველი მადრიდის „რეალის“ რიგებში ოფიციალურად ჩაირიცხება.

ეს ამბავი ვარაუდის დონეზე აღარ დგას, ვინაიდან და რადგანაც აღნიშნულს ადასტურებს ახალგაზრდა ფეხბურთელის პირადი აგენტი რენატო კორსი.

აი, რა განაცხადა პალასიოსის აგენტმა შექმნილ ვითარებასთან მიმართებით:

„ცოტა ხნის წინ, რივერ პლეიტის“ ხელმძღვანელობა მადრიდის „რეალის“ წარმომადგენლებს შეხვდა. ეს აბუ-დაბიში მოხდა. სულ რამდენიმე დღის შემდეგ, „სამეფო კლუბი“ ოფიციალურ წინადადებას გამოგვიგზავნის, მოლაპარაკებები სწრაფადვე დასრულდება და პალასიოსი "რეალს" შეუერთდება.“

„მე, ეზეკიელსა და მის ოჯახს გვსურს, რომ ფეხბურთელი „ლოს ბლანკოსში“ ივნისში გადავიდეს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, მადრიდის „რეალს“ პრობლემა აქვს - მას პალასიოსის გაფორმება ახლავე სურს.“

„ფაქტია, რომ „რეალს“ პალასიოსის გაფორმება მტკიცედ აქვს განზრახული და ამასთან ძალიან ახლოსა. რაც მთავარია, „რივერი“ მოთამაშის გაყიდვაზე თანახმაა. "რეალისგან" ოფიციალურ შემოთავაზებას ორშაბათს ან სამშაბათს ველით.“ - ციტირებს ეზეკიელ პალასიოსის წარმომადგენლის რენატო კორსის სიტყვებს ესპანური გამოცემა Marca.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, "სამეფო კლუბმა" 18 წლის მოჰამედ მიზიანიც გაიფორმა, რომელიც საწყის ეტაპზე "კასტილიაში" ითამაშებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა