ოფიციალურად: მადრიდის "რეალმა" ახალი ფეხბურთელი გაიფორმა

image


"ესპანეთის საფეხბურთო თასის" ფარგლებში, "მელილიას" წინააღმდეგ გამართულ მეორე მატჩში, ახალგაზრდა ფეხბურთელმა მოჰამედ მიზიანმა შესანიშნავად იასპარეზა. ეს ფაქტი მადრიდის "რეალის" სპორტული დირექციისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მიზიანის სოლიდური პერფორმანსი საკმარისი აღმოჩნდა მენეჯმენტისთვის, რომ ეს უკანასკნელი მალევე გაეფორმებინა.

შედეგად, მადრიდის "რეალს" "მელილიასგან" ახალი ფეხბურთელი შეემატა. მეორე დივიზიონის "B" გუნდში მოასპარეზე ახალგაზრდა ფეხბურთელისგან ბევრს ელიან და მას ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევენ.

18 წლის მოთამაშის გაფორმებით "ბარსელონაც" გახლდათ დაინტერესებული, მაგრამ საბოლოოდ, "სამეფო კლუბმა" იმარჯვა და მიზიანი იჯარის წესებით გაიფორმა. სეზონის ბოლოს, "ლოს ბლანკოსს" ფეხბურთელის ყიდვაც შეეძლება.

როგორც აღვნიშნეთ, "ესპანეთის საფეხბურთო თასის" მეორე მატჩში, მიზიანმა "მელილიას" რიგებში "სანტიაგო ბერნაბეუზე" უკვე იასპარეზა. ეს 6 დეკემბერს მოხდა და მისმა თამაშმა "ლოს გალაქტიკოსის" მენეჯმენტზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

რამდენიმე კვირის წინ, მადრიდის "რეალი" მოჰამედ მიზიანის გაფორმებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ პროცესი გაჭიანურდა, ვინაიდან და რადგანაც 18 წლის ფეხბურთელი პირად აგენტს იცვლიდა.

დიდი ალბათობით, საწყის ეტაპზე, ახალგაზრდა თავდამსხმელი მადრიდის "რეალის" "B" გუნდ "კასტილიაში" იქნება, მაგრამ არანაკლები შანსია იმისა, რომ სანტიაგო სოლარიმ მას პირველ გუნდშიც მოუხმოს. ეს განსაკუთრებით სავარაუდო ხდება იმ ფონზე, რომ მარიანო დიასი დაზიანებულია და მას შემცვლელი სჭირდება.

ამას გარდა, სამწუხაროდ, მადრიდის "რეალი" არცერთი წამყვანი თავდამსხმელის გაფორმებასთან არ არის ახლოს და ეს მოჰამედ მიზიანის პირველ გუნდში ასპარეზობის შანსებს კიდევ უფრო ზრდის.

ოფიციალურად: მადრიდის "რეალმა" ახალი ფეხბურთელი გაიფორმა



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა