"რეალს" ორი მცველის გაფორმება სურს, კონკურენცია კი დაუჯერებელია! აი, ვისზეა საუბარი...

image


მადრიდის „რეალი“ კიდევ ორი მცველის გაფორმებით დაინტერესდა.

„სამეფო კლუბის“ სკაუტები „პორტუს“ ცენტრალურმა მცველმა ედერ მილიტაომ მოხიბლა.

საგულისხმოა, რომ 20 წლის ბრაზილიელის შემოერთება „ლივერპულს“ და „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ სწადიათ.

ედერ მილიტაოს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 50 მილიონი ევროა მითითებული.

მიმდინარე სეზონში, „პორტუს“ შემადგენლობაში, მილიტაომ 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემის შესრულებაც მოახერხა.

მეორე მცველი, რომლისთვისაც „რეალი“ ახლა უკვე „ბარსელონას“ წინააღმდეგ იბრძოლებს, „ტულუზას“ ფულბექი გახლავთ.

19 წლის ჟან ტოდიბო არაერთი ევროპული კლუბის რადარზე აღმოჩნდა, თუმცა მათი გაფორმების გზაზე, ყველაზე დიდ ფავორიტად ესპანეთის ორ გრანდს - „რეალსა“ და „ბარსას“ მიიჩნევენ.

თავის მხრივ, მცველით „იუვენტუსი“ და „ლაიფციგიც“ დაინტერესდნენ.

ამგვარად, "რეალი" მართლაც დიდი კონკურენციის წინაშე დადგა, ბევრი რამ კი თავად მცველების სურვილზე იქნება დამოკიდებული თუ სად მოისურვებენ ისინი კარიერის გაგრძელებას.

ინფორმაციის წყარო: პორტუგალიური გამოცემა „Record” და ესპანური გამოცემა „Mundo Deportivo”.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარები 1

ნაპოლეონი
ნაპოლეონი 22 იანვარი 2019 22:35
19 წლის ჟან ტოდიბო არაერთი ევროპული კლუბის რადარზე აღმოჩნდა, თუმცა მათი გაფორმების გზაზე, ყველაზე დიდ ფავორიტად ესპანეთის ორ გრანდს - „რეალსა“ და „ბარსას“ მიიჩნევენ. ფართი შოპი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა