მადრიდის "რეალმა" ეზეკიელ პალასიოსის გაფორმებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

image


ეზეკიელ პალასიოსთან დაკავშირებით მადრიდის "რეალი" სიმშვიდეს ინარჩუნებს.

ამ მომენტისათვის, ესპანეთის დედაქალაქში სხვა პრიორიტეტებია, რაშიც უპირველეს ყოვლისა ბრაჰიმ დიასის შემოერთება იგულისხმება.

მადრიდის "რეალს" პალასიოსის იანვარში გაფორმება სურს, მაგრამ "რივერ პლეიტი" პროცესის დასრულებას ზაფხულში ამჯობინებს.

"ლოს ბლანკოსს" დროის პრობლემა უფრო აქვს, რადგანაც სურს, რომ პალასიოსმა "ბერნაბეუზე" ინტეგრაცია და ადაპტაცია მალე მოახერხოს.

უდავოა, რომ 20 წლის ფეხბურთელის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებები პროგრესირებს, მაგრამ საბოლოო სახე ჯერ-ჯერობით არ მისცემია.

"ლოს ბლანკოსმა" "რივერ პლეიტთან" შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ საქმე ჯერ-ჯერობით დახურული არ არის.

ეზეკიელ პალასიოსის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 17,5 მილიონი ევრო სახელდება, "რეალი" კი "რივერს" 20 მილიონ ევროს უხდის!

სავარაუდოდ, პალასიოსის კონტრაქტი "ბერნაბეუზე" 2024 წლამდე იქნება ძალაში და მადრიდს კიდევ ერთი ახალგაზრდა ტალანტი შეემატება.

ინფორმაციის წყარო: ესპანური ყოველდღიური სპორტული გამოცემა "Marca".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა