"რეალის" სკაუტები "ინტერის" მატჩს დაესწრნენ და პერესს ორი ფეხბურთელის გაფორმება ურჩიეს

image


მილანის „ინტერი“ ლუკა მოდრიჩის მომავალ სეზონში გაფორმების იმედს არ კარგავს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, თავად მადრიდის „რეალიცაა“ დაინტერესებული „ნერაძურის“ ორი ვარსკვლავით.

„სამეფო კლუბს“ 25 წლის თავდამსხმელის მაური იკარდისა და 23 წლის სლოვაკი ცენტრალური მცველის მილან შკრინიარის შემოერთება სურს.

როგორც ირკვევა, რამდენიმე დღის წინ, “თეთრების“ სკაუტები სწორედ აღნიშნული მიზეზით ესწრებოდნენ „ინტერისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირებას, რომელიც "ნერაძურის" გამარჯვებით (1:0) დასრულდა.

ამ მომენტისათვის, იკარდი „ინტერთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს, მაგრამ ოფიციალურ ხელშეკრულებაზე ხელი ჯერ-ჯერობით მოწერილი არ აქვს.

რაც შეეხება შკრინიანს, მას უკვე მოიაზრებენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ახალგაზრდა მცველად.

სურვილის შემთხვევაში, ფლორენტინო პერესს მათ გასაფორმებლად სერიოზული თანხის გაღება დასჭირდება.

ინფორმაციის წყარო: იტალიური სპორტული გამოცემა "Tuttomercatoweb" და ბრიტანული გამოცემა "Express".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა