ედენ აზარი მადრიდის "რეალისგან" წინადადებას ელის

image


პრესტიჟული ბრიტანული გამოცემა „Telegraph” გვატყობინებს, რომ ედენ აზარი მადრიდის „რეალში“ გადასვლაზე კვლავ ფიქრობს.

წყაროს ინფორმაციით, ედენ აზარის სამომავლო გადაწყვეტილებაზე დიდ გავლენა ექნება საკუთრივ „ჩელსის“ სატრანსფერო პოლიტიკას და იმას, თუ კონკრეტულად რას მოიმოქმედებს ლონდონური კლუბი სატრანსფერო პერიოდში.

27 წლის ფეხბურთელს სურს გაიგოს, "სამეფო კლუბისათვის" იგი მართლაც პრიორიტეტული სამიზნეა თუ არა.

არც ისაა გამორიცხული, რომ ზაფხულში, აზარის პარალელურად, „ლოს ბლანკოსმა“ „პ.ს.ჟ.“-ს ერთ-ერთი ვარსკვლავის, ნეიმარის ან კილიან მბაპეს გაფორმება სცადოს.

აღსანიშნავია, რომ „ჩელსიმ“ ედენ აზარს უკვე დიდი ხანია, რაც ახალი ხელშეკრულება შესთავაზა. ახალი პირობების მიხედვით, აზარი კვირაში 300,000 ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს, მაგრამ ფეხბურთელი კონტრაქტზე ხელის მოწერას სულაც არ ჩქარობს. სწორედ ეს გარემოება გვაფიქრებინებს, რომ იგი მოთმინებით იცდის და „რეალისგან“ მის მიმართ მეტი ინტერესის ხილვა სურს.

მიმდინარე სეზონის ინგლისის პრემიერ ლიგის გათამაშებაში, ედენ აზარმა 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ცოტა ხნის წინ, „ჩელსის“ რიგებში, ბელგიელმა მოთამაშემ თავისი მე-100 გოლი გაიტანა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა