არსენალი მადრიდის "რეალის" ვარსკვლავში 13 მილიონ ევროს იხდის

image


ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად „არსენალიც“ იბრძვის. ეს უკანასკნელი იანვარში კლუბის გაძლიერების ალტერნატივებს ეძებს და აფასებს.

„მეთოფეებმა“ ამჯერად მადრიდის „რეალის“ გოლკიპერზე შეაჩერეს არჩევანი - მათ კეილორ ნავასის გაფორმება სწადიათ.

ლონდონური კლუბი ნავასში 13 მილიონ ევროს იხდის. თავის მხრივ, ტიბო კურტუას მოსვლის შემდგომ, კოსტა-რიკელმა მეკარემ „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში კუთვნილი პოზიცია დაკარგა. რაღა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ იგი შექმნილი ვითარებით კმაყოფილი იყოს.

ნავასის გაფორმების იდეა პირადად უნაი ემერის ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ „არსენალს“ ახალწვეული ბერნდ ლენო და ვეტერანი პეტრ ჩეხი ჰყავს, ესპანელ მთავარ მწვრთნელს კარგად ესმის, რომ ჩეხი გოლკიპერი კარიერის დასასრულს უახლოვდება, ხოლო გოლკიპერთა შორის კონკურენცია ასპარეზობის საერთო დონეს აუცილებლად გაზრდის.

შეგახსენებთ რომ სხვა არაერთი ტიტულის მოგების ფონზე, კეილორ ნავასმა მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 3 თასი აღმართა.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღება თავად 32 წლის გოლკიპერს მოუწევს.

ინფორმაციის წყარო: ბრიტანული გამოცემა "TheSun" და ესპანური გაზეთი "El Confidential."


აქვე გავიხსენოთ კეილორ "სუპერ" ნავასის ბრწყინვალე სეივები



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა