Food Tips and Chef's Answers


"ინტერი" ასენსიოთი დაინტერესდა და მარკოსგან ასეთი პასუხი მიიღო...

image


მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავი მარკო ასენსიო „სამეფო კლუბის“ დატოვებას არ გეგმავს, მაგრამ ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის პირადმა წარმომადგენელმა მარკოს პოზიცია გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ „ინტერის“ მხრიდან ასენსიოს გაფორმების ინტერესი საამაყო ფაქტია.

ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიური გრანდი იანვარში ასენსიოს გაფორმებას შეეცდება. „ინტერს“ იმ გარემოების სათავისოდ გამოყენება სურს, რომ მიმდინარე სეზონში, ასენსიომ „ლა ლიგის“ 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქედან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 11-ჯერ აღმოჩნდა და სულ ერთი გოლით დაგვამახსოვრა თავი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული სტატისტიკა რაც არ უნდა ცუდად მოგვეჩვენოს, სინამდვილეში სიტუაცია არც ისე მძიმეა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ 2018 წელს, მადრიდის „რეალის“ არცერთ სხვა ფეხბურთელს არ უთამაშია ასენსიოზე მეტი მატჩი - მან 54 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

22 წლის ფეხბურთელის აგენტის, ჰორასიო გაგიოლის თქმით, „ინტერის“ მხრიდან დაფიქსირებული სურვილი სასიამოვნოა, მაგრამ მარკო „სანტიაგო ბერნაბეუდან“ წასვლას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ დააპირებს.

„მე არ ვიცი გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება თუ არა. როგორც გავიგე, „ინტერი“ მარკო ასენსიოთია დაინტერესებული. ეს საამაყო და სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ დანამდვილებით მინდა გითხრათ, რომ ასენსიო მადრიდის „რეალის“ დატოვებას არ გეგმავს.“ - აცხადებს ასენსიოს აგენტი.

2016 წლიდან მოყოლებული, ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრს „ლოს ბლანკოსში“ 8 დიდი ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის ახლახანს მოგებული 2018 წლის „მსოფლიო საკლუბო თასი“.

წყარო: ყოველდღიური ესპანური სპორტული გამოცემა "AS".

აქვე გთავაზობთ ასენსიოს საუკეთესო მომენტებს





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება