ან ის ან არავინ! - ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც "რეალმა" შესაძლოა იყიდოს

image


ყველა ესპანური გამოცემის გარეკანზე დღეს ერთი ფეხბურთელის სურათს ვნახავდით, საქმე ვის თუ არა უნიჭიერეს ახალგაზრდა ფეხბურთელს კილიან მბაპეს ეხება.

"Marca", "As" და სხვა წამყვანი ესპანური მედია საშუალებები მტკიცებით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ფლორენტინო პერესის თვალთახედვის არეში მხოლოდ ერთადერთი ფეხბურთელია, "რეალი" ან კილიან მბაპეს იყიდის ან არავის.

საქმე შემდეგშია, "სამეფო გუნდის" ხემძღვანელობა ელოდება სანქციებს, რომელიც შესაძლოა "უეფამ" პარიზულ გუნდს დაუწესოს, ასეთ შემთხევავში "პსჟ" ვეღარ შეძლებს მბაპეს სრულად გამოსყიდვას და ფეხბურთელი "მონაკოში" დაბრუნდება.

აი სწორედ აქ მიეცემა ბურთიც და მოედანიც "რეალს", "სამეფო გუნდს" მოვლენების ასეთი განვითარების შემდეგ აღარ გაუჭირდება 19 წლის ფეხბურთელის შეძენა.

"რეალის" მიერ ბოლო წლებში წარმოებული სატრანსფერო პოლიტიკა ყველანაირ რესურს აძლევს მადრიდულ გუნდს განახორციელოს საკმაოდ ძვირადღირებულიანი ტრანსფერი ისე, რომ "უეფას" მიერ დადგენილი წესებიც არ დაარღვიოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თუ "რეალმა" მბაპე ვერ იყიდა, სხვა შემთხვევაში ფლორენტინო პერესი აღარ აპირებს თანხის დახარჯვას სატრანსფერო ბაზარზე.





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარები 1

Realmadrid 26 აგვისტო 2018 03:24
მბაპე ბენზემას ადგილას და ასენსიო-მბაპე-ბეილის ტრიო ვინ უნდა შეაჩეროს ვერ წარმომიდგენია

ძალიან მინდა ეს ტრანსფერი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა