1981 წელს თბილისის "დინამომ" "სანტიაგო ბერნაბეუს" ოთხთა ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ვლადიმერ გუცაევი იხსნებს, რომ ტურნირის დასრულების შემდეგ მას "რეალში" თამაში შესთავაზეს. მაგრამ "საბჭოთა კავშირში" დამყარებული დიქტატურას გამო, აღნიშნული ტრანსფერი შეუძლებელი გახლდათ.
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "სელტასთან" მოგებული ლა ლიგის პირველი ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ გარეტ ბეილი მიმდინარე სეზონს "გლანკოსის" რიგებში გაატარებს. ფრანგმა სპეციალისტმა ასევე მიანიშნა, რომ ხამეს როდრიგესიც დარჩება გუნდში.
მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა სერხიო რამოსმა ყოფილი თანაგუნდელის, იკერ კასილიასის რეკორდი დაამხო. ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში ესპანეთმა ფარერები 4:1 დაამარცხა და ეს რამოსის 164-ე სანაკრებო მატჩში 122-ე გამარჯვება იყო, რაც მსოფლიო რეკორდია.
ედენ აზარი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელია, "სამეფო გუნდმა" ტრანსფერის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადა, თავად ფეხბურთელმა კი ბავშობის ოცნება აისრულა, ბელგიელს არც "ჩელსის" გულშემატკივრები დაავიწყდა და მათ საკმაოდ ემოციურად დაემშვიდობა.