მადრიდის "რეალის" გულშემატკივრები დაიღალნენ

image


შაბათს, „ლა ლიგის“ ეგიდით, მადრიდის „რეალმა“ „რაიო ვალიეკანო“ მინიმალური სხვაობით, 1:0 ანგარიშით დაამარცხა. მოპოვებული 3 ქულისდა მიუხედავად, „სამეფო კლუბის“ ნაცვლად, მინდორზე აბსოლუტურად სხვა გუნდს ვხედავთ. თამაშის სტილი, ნაკლები შედეგიანობა, უჩვეულო სიფრთხილე, შიშის ელემენტები და სხვა ფაქტორები „თეთრების“ შესახებ არაერთ ეჭვს ბადებენ.

„რაიო ვალიეკანოს“ წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება დამაჯერებელი სულაც არ იყო. პირიქით, შეხვედრის ბოლო წუთებზე, მადრიდის „რეალი“ ტიბო კურტუამ გადაარჩინა. ბელგიელმა ორი სეივი შემოგვთავაზა და „რეალი“ მორიგი სირცხვილისგან იხსნა.

მანერა, რომლითაც „რეალი“ ასპარეზობს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეკრებილი გულშემატკივრების (და არა მხოლოდ) უდიდეს გაღიზიანებას იწვევს. ეს ტენდენცია ბოლო პერიოდში აქტიურად შეინიშნება და გამონაკლისი არც შაბათის მატჩი არ ყოფილა. შეხვედრის მიწურულს, „ბერნაბეუ“ სტვენის ერთ დიდ ორკესტრად იქცა. გულშემატკივრებმა თავიანთი გულისწყრომა მკაფიოდ გამოხატეს და სასაცილო ისიცაა, რომ სტვენა უფრო ჟღერადი და მძლავრი იქნებოდა, „რეალის“ ბევრ გაღიზიანებულ მომხრეს დროზე ადრე რომ არ დაეტოვებინა სტადიონი.

14 დეკემბერს „სანტიაგო ბერნაბეუს“ მოედანმა 71-ე წლისთავი აღნიშნა, მაგრამ „ლა ლიგის“ შეხვედრას მხოლოდ 55,229 გულშემატკივარი ესწრებოდა. არადა, შაბათი იყო და დერბის დროის მხრივ ფრიად ხელსაყრელი საღამო - ესპანეთის დროით 18:30.

მრავალ გულშემატკივარს ტიბო კურტუას ორმაგი სეივიც არ უნახავს, რადგანაც მათი მოთმინების ფიალა შეივსო და მოედანი გულნატკენებმა დატოვეს.

შაბათის დასწრების მაჩვენებელი სეზონის ყველაზე ცუდი შედეგი არ ყოფილა, რადგანაც 19 აგვისტოს მოედანზე მხოლოდ 48,446 გულშემატკივარი იმყოფებოდა. ეს ფაქტორი ადვილად ახსნადია, რადგანაც ადამიანები ჯერ კიდევ შვებულებაში იყვნენ და ისვენებდნენ.

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ამ სეზონში „ბერნაბეუ“ შეივსო, გახლდათ მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ დაპირისპირება. მაშინ მოედანზე 78,642 ადამიანი მივიდა. სამ შეხვედრაში კი გულშემატკივართა ოდენობა 60,000-ზე ნაკლები გახლდათ.

დღეისათვის, მადრიდის „რეალი“ შორსაა თავისი საუკეთესო ფორმისგან. უფრო მეტიც, ბევრი თვლის, რომ „რეალი“ ყველაზე სამარცხვინო სეზონს ატარებს. ეს გარემოება გულშემატკივრებზეც აისახა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ბევრმა მათგანმა გუშინ, ისევე როგორც სხვა რამდენიმე მატჩში, სახლს ნაადრევად მიაშურა.

სტვენა კონკრეტულმა ფეხბურთელებმაც დაიმსახურეს, მაგალითად ასენსიომ და სებალოსმა, რომლებმაც დიდი ვერაფერი შემოგვთავაზეს. პრინციპში, არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ დღეს "რეალის" ალბათ ყველა ფეხბურთელი იმსახურებს სტვენასა და კრიტიკას.

გულშემატკივრების გულისწყრომა ხუმრობა საქმე არაა და კლუბს მომხრეების გულის მოგება დასჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღარავის უნდა გაუკვირდეს, რომ ერთხელაც „ბერნაბეუზე“ 40,000 მადრიდისტაც აღარ მივიდეს.

ახლა, მადრიდის „რეალის“ მომდევნო მისია „მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის“ მოგებაა. „სამეფო კლუბის“ წარმატება რწმენას გულშემატკივრებსაც დაუბრუნებს. ამ ტურნირის მოგება არსებითად „რეალის“ ვალდებულებას წარმოადგენს - ერთ დროს ბოლომდე ერთგული გულშემატკივრების ოვაციების ნაცვლად, გამაყრუებელი სტვენის მოსმენა და შემდგომ დაცარიელებული ტრიბუნების ხილვა დაგვეთანხმებით, რომ არცერთ კლუბს არ სურს, მითუმეტეს ისეთი დონისას, როგორიც მადრიდის „რეალია“.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი „ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის“ ფარგლებში, მადრიდის „რეალი“ აბუ-დაბიში გაემგზავრება და ოთხშაბათს, 19 დეკემბერს, ტურნირის 1/2 ფინალში „კაშიმას“ დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით 20:30 საათზე დაიწყება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა