მადრიდის "რეალის" მეკარემ შესაძლოა გუნდი სულ მალე დატოვოს

image


მადრიდის „რეალის“ მეკარე ანდრეი ლუნინმა „რაიო ვალიეკანოს“ ყურადღება მიიპყრო.

კლუბმა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის პირველი მატჩი „სევილიასთან“ გამართა და 1:4 ანგარიშით დამარცხდა, გუნდის შემადგენლობის გაძლიერება გადაწყვიტა. ესპანურ კლუბს, აღნიშნული მიზნის მიღწევის ერთ-ერთ ალტერნატივად, სწორედ 19 წლის უკრაინელი მეკარის შემოერთება ესახება.

„ლოს ბლანკოსში“ ტიბუ კურტუას გადმოსვლის შემდგომ, ლუნინის გარშემო ბუნდოვანება შეიქმნა და "სამეფო გუნდის" მეკარეებთან დაკავშირებული ვითარება ჯერ-ჯერობით კვლავ უცნობია. უნდა ითქვას, რომ ანდრეიმ მოსამზადებელ სეზონში სოლიდურად იასპარეზა და უკრაინელის ირგვლივ მადრიდის „რეალში“ ისევ მსჯელობენ: ლუნინს კურტუასა და ნავასთან შეუძლია განაგრძოს ვარჯიში, რითაც დიდ გამოცდილებასაც მიიღებს, ან სხვა გუნდში გადავიდეს და სათამაშო პრაქტიკა შეიძინოს.

აღინიშნება, რომ „რაიო ვალიეკანო“ მადრიდის „რეალის“ დარწმუნებას ცდილობს იმაში, რომ ლუნინისათვის ესპანურ ლიგაში კარიერის დაწყების საუკეთესო ვარიანტი სწორედ მათი კლუბია.

შეგახსენებთ, რომ ანდრეი ლუნინი უკრაინულ კლუბ „ზარიადან“ „რეალში“ ამ ზაფხულს გადავიდა. სატრანსფერო თანხამ 8,5 მილიონი ევრო შეადგინა.

წყარო: ყოველდღიური ესპანური სპორტული გამოცემა "Mundo Deportivo".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა