მადრიდის "რეალის" დანაშაული და სასჯელი

image


კრიშტიანუ რონალდუ უკვე წარსულის ნაწილია.

მადრიდის „რეალმა“ პორტუგალიელი ფორვარდი ჩემპიონთა ლიგის პირდაპირ მეტოქე გუნდ „იუვენტუსს“ 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადასცა.

ამჟამად გაბატონებული შეხედულებების ნაწილის თანახმად, კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვა შესანიშნავი ოპერაცია იყო, რადგანაც საკუთარი კარის მეტოქის გოლებისგან დაცვა უმჯობესია, ვიდრე მოწინააღმდეგის კარში მათი გატანა.

ამრიგად, პორტუგალიელი თავდამსხმელის მიერ კლუბის დატოვებას ბევრი ექსპერტი და გულშემატკივარი სწორ შეფასებას აძლევს. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ხულენ ლოპეტეგი შემტევ ფეხბურთელს მაინც ეძებს, რომელსაც გოლების რეგულარულად გატანა შეეძლება.

ამ მომენტისათვის, ესპანელი მწვრთნელი ვინისიუს ჟუნიორისათვის შექმნილ სპეციალურ გეგმას კვალდაკვალ მიჰყვება. მას ახალგაზრდა ფეხბურთელის მართებული და შედეგიანი აღზრდა სურს.

კლუბი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელის გადატვირთვას ერიდება და ეს გახლავთ მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომაც ფრთხილობს „სამეფო გუნდი“ ვინისიუსთან მიმართებით. კვირას, „ხეტაფეს“ წინაააღმდეგ მოგებულ შეხვედრაში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვინისიუს ჟუნიორს აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიეღო.

ვინისიუსის მოედანზე არ გამოყვანის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავის გაბრწყინების შესაძლებლობა ჩაითვალოს. ფლორენტინო პერესს ყოველთვის თავისებური მიდგომა გააჩნდა და ვინისიუსს უკვე თვლის მადრიდის „რეალის“ სრულყოფილ წევრად. რაც მართლაც ასეა, რადგანაც იგი 45 მილიონი ევრო ღირდა. ვინისიუსის ბრწყინვალე ასპარეზობის შემთხვევაში, განმტკიცდებოდა შეხედულება იმის თაობაზე, რომ მადრიდის „რეალს“ ახალი ფორვარდი სულაც არ სჭირდება.

სატრანსფერო ბაზარზე პასიურობით, ზაფხულში დაზოგილი და გადანახული თანხა, თეორიულად ნეიმარის ყიდვისათვის შესაძლოა შეგროვდეს.

ზემოთაღნიშნული თვალსაზრისი საკმაოდ სახიფათო მიდგომის საფუძველი ხდება, ისევე როგორც იდეა იმის თაობაზე, რომ მადრიდის „რეალი“ ისევ ისეთი ძლიერია, როგორც ყოველთვის. წლიდან წლამდე გუნდი საგანგაშო სიხშირით სუსტდება, თანაც, „სამეფო გუნდს“ ჩემპიონთა ლიგის მოგების იმედი ამ სეზონშიც აქვს.

გასულ სეზონში, ამგვარი საშიში ოპტიმიზმი მადრიდის „რეალს“ ცუდად შემოუტრიალდა. „სამეფო კლუბმა“ „ლა ლიგაზე“ წარუმატებლად იასპარეზა. იგივე ვრცელდება ესპანეთის საფეხბურთო თასზეც. იქამდე კი „ლოს ბლანკოსმა“ ალვარო მორატა და პეპე დაკარგა.

მადრიდის „რეალის“ მორიგი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ რონალდუს გაყიდვით, კლუბმა შესაბამისი თანხის პროპორციული კომპენსაცია ვერ მიიღო. რონალდუს გაუგებრობები ჰქონდა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან და არაერთი გამოცემა იმასაც ამტკიცებდა, რომ რონალდუს საკუთარი თავი უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნდა, ვიდრე თავისივე გოლები, რის გამოც, პორტუგალიელმა თავადვე მყარად გადაწყვიტა მადრიდიდან წასვლა.

სატრანსფერო ბაზარზე, ძალიან მაღალ თანხებზეა საუბარი და ბალანსი საკმაოდ მაღალ ნიშნულზე დგას. დღევანდელი ფეხბურთის ფინანსური ოპერაციებისა და ბალანსის გათვალისწინებით, მადრიდის „რეალმა“ რონალდუს 100 მილიონ ევროდ გაყიდვით, უდიდესი შეცდომა დაუშვა.

ამ შეცდომას თავისი ლოგიკური გაგრძელებაც მოსდევს, რასაც პირობითად სასჯელი ვუწოდოთ. აღმოჩნდა, რომ 100 მილიონი ევრო სულაც არ კმარა სხვა ფორვარდის შემოერთებისათვის. მრავალი გამოჩენილი თავდამსხმელის სატრანსფერო მოთხოვნა უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ახლა უკვე „იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანუ რონალდუსი, რაც ცოტა არ იყოს, სასაცილოა.

როდრიგოს 120 მილიონ ევროდ გადმოყვანა, ან რაიმე მსგავსი ტრანსფერის განხორციელება, პარალელურად კლუბის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ფორვარდის 100 მილიონ ევროდ გაყიდვა, ძალიან ძნელი ასახსნელია და ეს ამბავიც ფრიად სასაცილოდ გამოიყურება.

საერთო ჯამში, რომ განვაზოგადოთ, ორი აზრი არ არსებობს, რომ მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრები, ზემოთ აღწერილი შექმნილი ვითარებით კმაყოფილნი სულაც არ არიან...



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა