მოდრიჩმა ყველაფერი უარყო: "ეს სრული ნონსენსია"

image


ლუკა მოდრიჩმა ყოველგვარი ეჭვი გაფანტა იმის თაობაზე, რომ თითქოსდა იგი იყო ის ფეხბურთელი, რომელმაც „ინტერს“ მადრიდის „რეალიდან“ შესაძლო ტრანსფერის იდეით მიმართა.

მიმდინარე სეზონის „ლა ლიგის“ პირველ ოფიციალურ შეხვედრაში „ხეტაფეს“ წინააღმდეგ, მოდრიჩმაც მიიღო მონაწილეობა. ფლორენტინო პერესმა ნახევარმცველი "რეალში" დარჩენაში დაარწმუნა. იგი ხორვატს ახალ კონტრაქტსა და ანაზღაურების გაზრდას დაჰპირდა.

ამის შემდგომ, მადრიდულმა კლუბმა „ინტერს“ „ფიფაში“ უჩივლა იმის გამო, რომ მილანური გუნდი მოდრიჩს „ლოს ბლანკოსისგან“ დაუკითხავად შეეხმიანა და მოლაპარაკებების წარმოებას შეეცადა.

როგორც არ უნდა იყოს, იტალიური გრანდის სურვილი გადმოეყვანა თავის გუნდში გავლენიანი ნახევარმცველი, წარსულს ჩაბარდა - „სერია A”-ს სატრანსფერო ფანჯარა გასულ კვირას დაიკეტა.

მანამდე, იტალიურმა გამოცემა „La Gazzetta Dello Sport”-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოსდა მოდრიჩის ინიციატივა იყო დაკონტაქტებოდა „ინტერს“ და არა პირიქით. წყარო იუწყებოდა, რომ მოდრიჩმა გადადგა პირველი ნაბიჯი, სთხოვა რა თავის აგენტებს შეხმიანებოდნენ იტალიურ გრანდს, რათა თავის თანამემამულეებთან - ივან პერიშიჩთან, მარსელო ბროზოვიჩთან და სიმე ვრსალკოსთან ერთად ეთამაშა.

ცოტა ხნის წინ, ლუკა მოდრიჩმა თავისი „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე ფოტო ატვირთა, სადაც განმარტა, რომ ზემოთაღნიშნულის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია აგორებული ჭორებია და აბსოლუტურ სიცრუეს წარმოადგენს.

„ყველაზე სულელური, ამაო და ცრუ ინფორმაციაა, რაც კი ოდესმე მსმენია. ეს სრული ნონსენსია.“ - განაცხადა მოდრიჩმა.

იმედია, მოდრიჩის ეს კომენტარი ყოველგვარ სპეკულაციას ბოლოს მოუღებს, რაც, დარწმუნებული ვართ, რომ თავადაც ძალიან უნდა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა