"ლიბერტადორესის თასის" ფინალი "სანტიაგო ბერნაბეუს" მოედანზე გაიმართება

image


„ლიბერტადორესის თასის“ ფინალს „სანტიაგო ბერნაბეუ“ უმასპინძლებს.

ტურნირის ფინალში ერთმანეთს „რივერ პლეიტი“ და „ბოკა ხუნიორსი“ დაუპირისპირდებიან.

მატჩი 9 დეკემბერს გაიმართება.

აღნიშნული ინფორმაცია სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მაკონტროლებელმა ორგანიზაცია „კონმებოლმა“ დაადასტურა, რომელიც მოგვიანებით მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებგვერდზეც განთავსდა.

1947 წელს, ცნობილი მოედნის ოფიციალურად გახსნიდან მოყოლებული, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ არაერთი საერთაშორისო დონის შეხვედრა გაიმართა. მათ შორის უნდა მოვიაზროთ 4 ევროპის თასის ფინალი: მადრიდის „რეალი“ - "ფიორენტინა" (2:0, 1957წ.), „მილანი“ – „აიაქსი“ (4:1, 1969წ), „ნოტინგემ ფორესტი“ – „ჰამბურგი“ (1:0, 1980) და მიუნხენის „ბაიერნი“ – „ინტერი“ (0:2, 2010).

„ბერნაბეუმ“ ასევე უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატის ფინალს, რომელიც ესპანეთსა და საბჭოთა კავშირს შორის (2:1) შედგა. ესპანეთის დედაქალაქში, პოპულარულ სტადიონზე, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიც შედგა, სადაც იტალიამ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას 3:1 ანგარიშით სძლია.

შეგახსენებთ, რომ „რივერ პლეიტი“ – „ბოკა ხუნიორსი“ 9 დეკემბერს, 11:30 საათზე დაიწყება.


აქვე წარმოგიდგენთ "სანტიაგო ბერნაბეუს" ახალ პროექტს. სწორედ ასეთი სტადიონის ჩამოყალიბება სურს პერესს უახლოეს მომავალში





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა