"ოქროს ბურთის" გამარჯვებულმა უკვე იცის, რომ პრიზი მან მოიგო

image


„ოქროს ბურთის“ გამარჯვებულს ორშაბათს შევიტყობთ, მაგრამ საგულისხმო ისაა, რომ ამ ფეხბურთელმა უკვე იცის, რომ 2018 წლის პრესტიჟული ჯილდო სწორედ მას გადაეცემა. ამ ინფორმაციას ფრანგული გამოცემის „France Football”-ის ხელმძღვანელის პასკალ ფერეს ნათქვამიდან ვიგებთ.

„როდესაც „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული ცნობილი ხდება, ჩვენ მათ უბრალო სატელეფონო ზარით ვუკავშირდებით. გამარჯვებულებს უკვე დავუკავშირდი და შევატყობინე. დავურეკე, პასუხი გამცეს და ვუთხარი ყველაფერი, რაც საჭირო იყო.“ - საკმაოდ დამარწმუნებლად ჟღერდა ფერე და მისი სიტყვები ფრანგული გამოცემის მკითხველებთან დისკუსიისას.

ფერე მრავლობით რიცხვში საუბრობს, რადგანაც "ოქროს ბურთს" ამჯერად საუკეთესო ქალი ფეხბურთელიც მიიღებს. ამას გარდა, დასახელდება საუკეთესო 21 წლამდე ფეხბურთელი და ეს ჯილდოც წელს პირველად გაიცემა.

ფერეს თქმით, გამარჯვებულ ფეხბურთელთა რეაქციები „უმეტესწილად ემოციური იყო“.

აქვე გეტყვით, რომ ყველაზე მეტი ხმები კრიშტიანუ რონალდუმ, ლუკა მოდრიჩმა, ანტუან გრიზმანმა, კილიან მბაპემ და რაფაელ ვარანმა მიიღეს. "ოქროს ბურთს" აქედან ერთ-ერთი ფეხბურთელი დაეუფლება ან უკეთ რომ ვთქვათ, ჩამოთვლილთაგან ერთმა მათგანმა პრესტიჟული ჯილდო უკვე მიიღო, რომელსაც ორშაბათს ოფიციალურად, საზეიმო ვითარებაში გადასცემენ.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა