მარსელოს ახალი რეკორდი - ბრაზილიელი მცველი ემილიო ბუტრაგენიოს გაუთანაბრდა

image


"ეიბარის" წინააღმდეგ „იპურუაზე“ გამართულ მატჩში მარსელომაც მიიღო მონაწილეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი „სამეფო კლუბის“ ლეგენდას ემილიო ბუტრაგენიოს მაჩვენებელს გაუთანაბრდა.

საქმე ეხება „ლოს ბლანკოსის" მაისურით ჩატარებული მატჩების რაოდენობას. მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა 463 მატჩი ჩაატარა და ყველა დროის საუკეთესო რეზულტატების თვალსაზრისით პირველ 15-ეულში გადაინაცვლა.

„თეთრების“ რიგებში მარსელო თავის მე-13 სეზონს ატარებს. „სამეფო გუნდთან“ ერთად მან 4 ევროპის თასი, 3 მსოფლიო საკლუბო თასი, 3 ევროპის სუპერთასი, 4 „ლა ლიგა“, 2 ესპანეთის საფეხბურთო თასი და 3 ესპანეთის სუპერთასი მოიგო. ამ მიღწევებზე კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტია.

მადრიდის „რეალის“ ვიცე-კაპიტნის დებიუტი 2007 წლის იანვარში, „დეპორტივოს“ წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებაში შედგა. მას შემდგომ, მარსელომ „ლა ლიგაში“ 328-ჯერ იასპარეზა, ჩემპიონთა ლიგაზე - 91-ჯერ, ესპანეთის საფეხბურთო თასზე - 26-ჯერ, ესპანეთის სუპერთასზე - 8-ჯერ, მსოფლიო საკლუბო თასზე - 6-ჯერ, ევროპის სუპერთასზე კი 4-ჯერ ითამაშა.

რაღა თქმა უნდა, აღსანიშნავია ისიც, რომ მარსელოს "რეალის" შემადგენლობაში 36 გოლი აქვს გატანილი. მცველი ახლა უკვე 471 მატჩის ნიშნულს უმიზნებს. თავის მხრივ, „რეალში“ 471 მატჩი ამანსიოს აქვს ჩატარებული.

მადლობა მარსელოს მადრიდის „რეალის“ დიდი სიყვარულისა და გაწეული შრომისათვის!


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა