მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო

image


ვებგვერდ “Football Leaks”-ის უახლესი ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისა და 2018 წლის „ლა ლიგის“ მატჩის შემდგომ, სერხიო რამოსმა ანტი-დოპინგური ტესტები ჩააგდო - ანალიზების პასუხები სტანდარტული მაჩვენებლებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.

2 ნოემბერს, „Football Leaks”-ზე დაყრდნობით, „Mediapart”-მაც გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ დოპინგის ტესტი ძალიან ცნობილმა ფეხბურთელმა ვერ გაიარა. ახლა გაირკვა, რომ ეს ფეხბურთელი ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანია.

შესაბამისი დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ რამოსს აკრძალული ნივთიერება სავარაუდოდ კარდიფში გამართული ფინალის შემდგომ აღმოუჩინეს. მაშინ მადრიდის „რეალმა“ „იუვენტუსს“ 4:1 ანგარიშით სძლია. „Mediapart”-ის მიხედვით, „უეფამ“ პრობლემატური შემთხვევის სიღრმეებში ჩასვლა აღარ ისურვა, რადგანაც რამოსმა და მადრიდის „რეალის“ მედიცინის დეპარტამენტმა ორგანიზაციას ახსნა-განმარტება დროულად წარუდგინა.

„Football Leaks”-ის მიხედვით, 2018 წელს, „ლა ლიგის“ მატჩის შემდგომ „მალაგას“ წინააღმდეგ, რამოსს სისხლში უკვე მეორედ აღმოუჩინეს აკრძალული ნივთიერება.

მადრიდის „რეალის“ კაპიტანი კვლავ ყურადღების ცენტრშია, მაგრამ არა იმ მიზეზების გამო, რომლის გამოც ის ისურვებდა ან ჩვენ მოვიწადინებდით.

როგორც ჩანს, „ლოს ბლანკოსის“ ცენტრალურმა მცველმა „უეფას“ ანტი-დოპინგური წესები დაარღვია.

ავსტრიაში, ზაიბერსდორფის ლაბორატორიაში, რამოსის სინჯი, ნიმუში ნომრით 3324822 დადებით პასუხს გვიჩვენებს ნივთიერებაზე სახელად „დექსამეტაზონი“. ეს სწორედ კიევში გამართული ფინალის შემდგომი ანალიზი გახლავთ.

იმავე ინფორმაციის მიხედვით, მადრიდის „რეალის“ ექიმმა არ დამალა, რომ მატჩის წინ, რამოსმა მუხლსა და მხარში დექსამეტაზონის ინექცია მიიღო. ეს ვერსია „უეფამაც“ აღიარა.

ზემოთაღნიშნულის ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში, ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, რაც რამოსმა დოპინგთან მიმართებით კანონი დაარღვია.

2018 წლის აპრილში, რამოსს ანტი-დოპინგური ტესტი უნდა გაევლო, რომელიც ესპანური სააგენტოს „AEPSAD”-ის ხელმძღვანელობით ტარდებოდა.

სააგენტოს წესების მიხედვით, შარდის ტესტის წინ, ფეხბურთელს სააბაზანოში შესვლა ეკრძალება. ორგანიზაციის მხრიდან რამოსის მკაცრი გაფრთხილებისა და შესაძლო უარესი შედეგების გაცნობისდა მიუხედავად, რამოსმა შენიშვნა ყურად არ იღო და მაინც იბანავა.

სულ ცოტა ხანში გავიგებთ თუ როგორ განვითარდება მადრიდის "რეალის" კაპიტანთან დაკავშირებული მოვლენები და რა განაჩენი ელის 32 წლის ფეხბურთელს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა