მადრიდის "რეალი" საქართველოში სკოლას გახსნის

image


მადრიდის „რეალი“ საქართველოში საზაფხულო სკოლას გახსნის. ამ მისასალმებელი ინიციატივის პრეზენტაცია სასტუმრო „Rooms“-ში დღეს გაიმართა.

აღნიშნული პროექტი ორგანიზაცია „თავისუფალი ფეხბურთის“ წამოწყებებს განეკუთვნება. "სამეფო კლუბის" წარმომადგენლის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ საქართველოსა და "ლოს ბლანკოსს" შორის თანამშრომლობა გაგრძელდება. ესპანური გრანდის საზაფხულო სკოლა თბილისში 2019 წლის 2 ივნისიდან 2 ივლისამდე იფუნქციონირებს და მასში 150 ბავშვი მიიღებს მონაწილეობას.

„ „თავისუფალი ფეხბურთის“ წარმომადგენლები ჩვენ შარშან დაგვიკავშირდნენ. წარმოებული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. დიდი იმედი გვაქვს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“ - ნათქვამია მადრიდის "რეალის" პროექტების მენეჯერის ანდრეს მუნტანერის ინტერვიუში.

"დღეისათვის, ჩვენ საქართველოში ორი წარმატებული კემპი ჩავატარეთ - "ინტერისა" და "იუვენტუსის". ამგვარად, „რეალის“ წარმომადგენლებიც დარწმუნდნენ, რომ მათ მიერ გახსნილი საზაფხულო სკოლაც არანაკლებ წარმატებული იქნება. ეს ყველაფერი ქართულ ფეხბურთში სიახლეების დანერგვასა და წინსვლას ხელს შეუწყობს." - აცხადებს "თავისუფალი ფეხბურთის" წარმომადგენელი ლევან სეთურიძე.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს, "ს.კ. ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზამ იუვენტუსის საზაფხულო კემპსაც უმასპინძლა. 6 დღის მანძილზე, 6-დან 15 წლამდე 90-მა მოზარდმა იტალიელი და ქართველი მწვრთნელების ხელმძღვანელობით, იუვენტუსის აკადემიის მეთოდიკით ივარჯიშა და საჭირო გამოცდილება მიიღო.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა