რატომ დაიდო პენალტი "ელ კლასიკოში" ? ვიდეო რეფერსა და მსაჯს შორის გამართული დიალოგი ცნობილია

image


„ლა ლიგის“ მსაჯთა ჯგუფმა გამოააშკარავა ის დიალოგი, რომლის გამოც „ელ კლასიკოში“ მადრიდის "რეალის" კარში პენალტი დაინიშნა - რა თქმა უნდა, “VAR”-ის ტექნოლოგიის გამოყენებით.

28 ოქტომბერს გამართულ „ელ კლასიკოში“ „ბარსელონამ“ იმარჯვა. კატალონიელებმა მადრიდელებს 5:1 ანგარიშით სძლიეს. „ბარსელონამ“ მეორე გოლი 11-მეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა, ეს კი მას შემდგომ მოხდა, რაც საკუთარ საჯარიმოში, რაფაელ ვარანმა ლუის სუარესის წინააღმდეგ დაარღვია თამაშის წესი. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მთავარ არბიტრს პენალტი იმწამსვე არ დაუნიშნავს, “VAR”-ის ჩარევა გადამწყვეტი მნიშვნელობის აღმოჩნდა.

მსაჯთა ასოციაციის კეთილი ნება-სურვილით, ჩვენ საშუალება გვაქვს გავეცნოთ იმ საუბარს, რომელიც მატჩის მთავარ არბიტრ ხოსე მარია სანჩეს მარტინესსა და ვიდეო დამხმარე მსაჯ ალეხანდრო ხოსე ჰერნანდეს ჰერნანდესს შორის შედგა. აი, როგორ განვითარდა მოვლენები:

სანჩეს მარტინესი: „დიახ, დიახ. მე როგორც დავინახე, ვარანმა ბურთზე ითამაშა.“

ჰერნანდეს ჰერნანესი: „თამაში არ განაახლო.“ (მატჩი რომ განახლებულიყო, პენალტის დანიშვის უფლება აღარავის ექნებოდა.)

სმ: „თამაშგარე, თამაშგარე.“

ჰჰ: „არ განაახლო თამაში, გთხოვ. არ განაახლო. მომისმინე. შენ ფიქრობ, რომ ვარანმა ბურთზე ითამაშა, მართალია?“

სმ: „დიახ.“

ჰჰ: „არ განაახლო თამაში.“

სმ: „კარგი, გასაგებია.“

სანჩეს მარტინესი „ბარსას“ ფეხბურთელებს მიმართავს: „წადით, წადით, მშვიდად იყავით.“

ბუსკეცი: „პენალტია თუ არა?“

სმ: „სერხიო დამშვიდდი. რაც შენ გსურს ყველაფერი ასე ვერ მოხდება. ახლა ვიღებთ გადაწყვეტილებას. მოთმინება გამოიჩინე.“

ჰჰ: „ხოსე მარია, გირჩევთ თავადვე ნახოთ ეპიზოდი.“

სმ: „დიახ, ბატონო.“

ჰჰ: „ვარანე ბურთს არ შეხებია. მან ლუის სუარესს ჩაარტყა.“

სმ: „მაჩვენე ეპიზოდი.“

ჰჰ: „აი, შეხედე, ასე მოხდა ყველაფერი.“

სმ: „დიახ, გასაგებია, ვხედავ კონტაქტს, მართალია. ჩინებულია. დიახ, ეს პენალტია, კარგი, ოღონდ ბარათის გარეშე.“

ჰჰ: „ძალიან კარგი, სწორია, ხოსე მარია.“

სმ: „არავითარი გაფრთხილება.“

ამ დიალოგის შემდგომ, მადრიდის „რეალის“ კარში პენალტი დაინიშნა. ამ გადაწყვეტილებამ ბევრი გაახარე და აღტაცებაში მოიყვანა, ბევრი კი გააღიზიანა და დაამწუხრა. ლუის სუარესმა პენალტი თავად შეასრულა და ჰეთთრიკის პირველი გოლიც გაიტანა.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა