Food Tips and Chef's Answers


ფლორენტინო პერესი: "სუპერ ლიგა არ იქნება დახურული ტურნირი! ეს სრული სიცრუეა!"

image


"მე არ პირველად ვარ და შესაძლოა უკანასკნელადაც."



"ესპანური და ინგლისური კლუბები ფეხბურთში შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებას ვცდილობთ. მხოლოდ მადრიდის რეალმა, მიმდინარე სეზონში 400 მილიონი დაკარგა და ამისთვის არაფერი გაკეთებულა."



"ყველანი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. როდესაც მხოლოდ სატელევიზიო შემოსავლებზე ხარ დამოკიდებული, უფრო კონკურენტუნარიანი მატჩებია საჭირო. სუპერ ლიგა გადაარჩენს კლუბებს.



"ახალგაზრდები ამ სპორტით აღარ ინტერესტებიან. მიზეზი კი დაბალი დონის მატჩებია."



"ჩვენ რაღაცები უნდა შევცვალოთ რათა ფეხბურთი უფრო საინტერესესო და გლობალური გახდეს. როგორც ეს ბერნაბეუმ მოახერხა."



"ჩვენ პსჟ არ მოგვიწვევია და არც გერმანულ კლუბებთან გვქონდა საუბარი."



"ჩემპიონთა ლიგა ყურებადი მხოლოდ მეოთხედფინალებიდან არის. მანამდე მისი რეიტინგი არ არის მაღალი."



"ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 120-130 მილიონს გამოიმუშავებს. სუპერ ლიგის გუნდები გაცილებით მეტს მიიღებენ."



"სუპერ ლიგა დახურული არ იქნება, ეს სისულელეა. აქ შემოსვლა ნებიესმიერ კარგ გუნდს შეეძლება."



"ჩემპიონთა ლიგიდან მოხსნა? - ასეთი რამ არ მოხდება."



"სუპერ ლიგა არ არის მდიდრების ლიგა, ეს ლიგა შეიქმნა იმისთვის რომ ფეხბურთი გადავარჩინოთ."



"ბარსელონა მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაშია. როდესაც პრეზიდენტმა ლაპორტამ გაიგო ტურნირის შექმნის ამბავი მაშინვე დათანხმდა. სუპერ ლიგა მთელ ფეხბურთს გადაარჩენს. ლაპორტას დათანხმება რთული არ იყო."



"თუ მათ ჩემი პრეზიდენტობა არ მოეწონებათ, მზად ვარ თანამდებობა დავტოვო და პოსტი ლაპორტას გადავულოცო."



"თუ რეალი პირველ სუპერ ლიგას მოიგებს ეს მე-14 ჩემპიონთა ლიგა არ იქნება. ის იქნება მე-15 რადგან მეთოთხმეტეს ახლა მოვიგებთ."



"რონალდუ რეალში აღარ დაბრუნდება. მან გუნდს ბევრი მისაცა, თუმცა ამ თემაზე საუბარს აზრი აღარ აქვს."

წყარო : leadersport.ge




დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება