ლოვრენი რამოსზე: "კარგად მოვსდე თუ არა? ქვეშაფსიების გროვა!"

image


ხორვატიის ეროვნული ნაკრების მცველმა დეიან ლოვრენმა ესპანეთისა და მადრიდის „რეალის“ კაპიტან სერხიო რამოსს დასცინა და შეურაცხყოფა მიაყენა. თავისი აგდებული დამოკიდებულება 29 წლის ფეხბურთელმა „ინსტაგრამის“ მეშვეობით დააფიქსირა.

მას შემდგომ, რაც ხუთშაბათს ღამით, ერთა ლიგის ფარგლებში, ხორვატიამ ესპანეთს 3:2 ანგარიშით სძლია, ხორვატმა მცველმა დეიან ლოვრენმა სამიზნეში სერხიო რამოსი ამოიღო.

როგორც მოგეხსენებათ, მაისში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სერხიო რამოსსა და მოჰამედ სალაჰს შორის უსიამოვნო ინციდენტი მოხდა - „რეალის“ კაპიტნის მხრიდან უხეში თამაშის შედეგად, ეგვიპტელი თავდამსხმელი დაშავდა და მხარი ამოიგდო. სწორედ ეს მოვლენა იქცა ლოვრენის მრისხანების მთავარ მოტივატორად სერხიო რამოსის მიმართ.

ერთა ლიგის მატჩის დასრულების შემდგომ, ხორვატმა ფეხბურთელმა საკუთარ „ინსტაგრამის“ გვერდზე ცოცხალი ვიდეო გაუშვა, რომელშიც ლოვრენმა სერხიო რამოსი მასხრად აიგდო და ცუდი სიტყვებით მოიხსენია.

„გემრიელად მოვსდე იდაყვი.“ - დეიანი მასსა და რამოსს შორის მომხდარ შეჯახებას გულისხმობდა.

„ჰაჰა! 3:2! წადი და ახლა ილაპარაკე მეგობარო, „მეგობარო“! ქვეშაფსიების ხროვა!“ - თქვა ლოვრენმა სერხიო რამოსსა და მის თანაგუნდელებზე.

მატჩის მაისურზე, ხორვატიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ესპანეთის დროშა ხელით დაფარა და განაგრძო: „მხოლოდ ხორვატიაა ღირსეული გუნდი. ახლა ინგლისსაც დავამარცხებთ და ბოსივით დავასრულებთ საქმეს!“

მოგვიანებით, ესპანეთის კაპიტნისა და ნაკრების სხვა ფეხბურთელების კიდევ ერთხელ გასაღიზიანებლად, ლოვრენმა საჰაერო ბრძოლის ფოტო გააზიარა და მიაწერა: „დილა მშვიდობისა, ხორვატია.“

შეგახსენებთ იმასაც, რომ 2 კვირის წინ, „Copa90”-თან მიცემულ ინტერვიუში, ლოვრენმა მადრიდის „რეალის“ კაპიტანი მკაცრად გააკრიტიკა.

„თუ დააკვირდებით რამოსს, ნახავთ, რომ ის ჩემზე მეტ შეცდომას უშვებს, მაგრამ ის მადრიდის „რეალშია“. რონალდუსთან ერთად იყო და 5:1 ან 5:2 ანგარიშით როდესაც იგებ, შენი შეცდომა ნაკლებად შესამჩნევი ხდება." - განაცხადა 29 წლის დეიან ლოვრენმა.

ჯერ-ჯერობით, სერხიო რამოსი დუმს.





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა