სანაკრებო პაუზამ მადრიდის "რეალი" კატასტროფისგან იხსნა



მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებგვერდზე დადასტურდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „სამეფო კლუბის“ ნახევარმცველ კაზემიროს კოჭი აქვს დაზიანებული, მცველმა ნაჩო ფერნანდესმა კი მუხლის ტრავმა მიიღო.

„თეთრების“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ფეხბურთელთა სრული რეაბილიტაციისათვის საჭირო დრო მითითებული არ არის.

თუკი ესპანური რადიოსადგურის „Cadena Cope“-ის ცნობას დავეყრდნობით, ნაჩოს 8 კვირის გამოტოვება მოუწევს, კაზემირო კი გაცილებით სწრაფად - 3 კვირაში უნდა გამოჯანმრთელდეს.

„სელტასთან“ მატჩში სერხიო რეგილონიც დაზიანდა, მაგრამ მისი სამედიცინო გამოკვლევების შედეგად მიღებული დასკვნა ჯერ-ჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, მადრიდის „რეალის“ კიდევ 5 ფეხბურთელია ტრავმირებული: დანი კარვახალი, რაფაელ ვარანი, მარსელო, ხესუს ვალეხო და მარიანო.

სანაკრებო პაუზამ მადრიდის "რეალს" ბედზე მოუსწრო და სერიოზული სირთულეებისგან იხსნა.

დიდი ალბათობით, საერთაშორისო პაუზის დასრულების შემდგომ, „სამეფო კლუბის“ ტრავმირებულ ფეხბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობა უკვე გამოჯანმრთელებული იქნება და ასპარეზობას შეძლებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მადრიდის "რეალი" მომდევნო შეხვედრას 24 ნოემბერს გამართავს - "სამეფო კლუბი" გასვლაზე "ეიბარს" დაუპირისპირდება.


ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ "ბალაიდოსზე" გამართული შეხვედრის მოკლე ვიდეო რეზიუმე - როგორ დაამარცხა "ლოს ბლანკოსმა" "სელტა"






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა