ისტორიული თარიღი და სერხიო რამოსის მორიგი შესანიშნავი მიღწევა

image


დღეს, ხულენ ლოპეტეგის მთელი ყურადღება „ხეტაფეს“ დამარცხებისაკენ იქნება მიმართული. თავად დაპირისპირება ფრიად განსაკუთრებული იქნება სერხიო რამოსისათვის, რომელიც მადრიდის „რეალის“ მაისურით თავის მე-14 წელს ატარებს.

2005 წელს, მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში, 19 წლის მარჯვენა მცველის, სერხიო რამოსის დებიუტი ოფიციალურად შედგა.

„მე გადმომცეს თეთრი მაისური, რომელსაც უკან 4 ნომერი ეწერა.“ - იხსენებს სერხიო რამოსი.

„დიდ წნეხს ვგრძნობდი, მაგრამ იმასაც თვალნათლივ განვიცდიდი, რომ ისტორიისა და უნიკალური მემკვიდრეობის თანამონაწილე გავხდი.“

„ეს პატივი დიდი კრძალვითა და მოწიწებით უნდა დამეცვა.“

მცველი „ლოს ბლანკოსის“ რიგებში არამარტო ახალ სეზონს იწყებს, არამედ ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრი კლუბის კაპიტანი და ევროპის ჩემპიონთა თანამედროვე, მოქმედი ლეგენდაა.

სერხიო რამოსი ყოველთვის გამორჩეული თანაგუნდელებით გახლდათ გარშემორტყმული. დიდწილად, სწორედ 32 წლის ფეხბურთელი წარმოადგენდა მადრიდის „რეალის“ მიერ ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული გამარჯვებების მთავარ განმაპირობებელ მიზეზსა და ძალას.

რამოსს მადრიდის „რეალთან“ ერთად უამრავი ჯილდო აქვს მოგებული. ამას გარდა, მან ინდივიდუალურადაც მრავალგზის გამოიჩინა თავი და თავდაუზოგავი შრომის გამო არაერთი წოდება მიენიჭა.

„სევილიას“ აკადემიაში აღზრდილს, მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, „სანტიაგო ბერნაბეუზე" 565 მატჩი აქვს ჩატარებული, რა მაჩვენებლითაც ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში მე-8 ადგილს იკავებს.

სულ, სერხიო რამოსს 74 გოლი აქვს გატანილი. „ლოს ბლანკოსის“ მცველებიდან, მასზე მეტი გოლი მხოლოდ გავლენიან ფეხბურთელ ფერნანდო იეროს აქვს გატანილი.

მას შემდგომ, რაც სერხიო რამოსი კარიერას ოფიციალურად დაასრულებს, მისი მემკვიდრეობა და წარსული არსებობას განაგრძობს. თუმცაღა, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ-ჯერობით, რამოსი არ აპირებს ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას.

გამოცდილი მცველის კონტრაქტი მადრიდის „რეალთან“ 2020 წლის ივნისამდეა ძალაში. იმ შემთხვევაში, თუკი სერხიო რამოსი მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში კიდევ 5 სეზონს გამართავს, იგი კლუბის ისტორიაში თავის სახელს კიდევ უფრო გამოკვეთილად ჩაწერს, გახდება რა ფეხბურთელი, რომელსაც ესპანური გრანდის რიგებში, ყველაზე მეტი სეზონი ექნება ჩატარებული.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარები 1

Realmadrid 19 აგვისტო 2018 16:08
შეუცვლელია <3

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა