კეილორ ნავასმა რადიკალური ნაბიჯი გადადგა !

image


ჩემპიონთა ლიგის 3-გზის გამარჯვებული კეილორ ნავასი ბელგიელ ტიბო კურტუასთვის მადრიდის „რეალის“ პირველი ნომრის მაისურის მარტივად დათმობას არ აპირებს.

31 წლის კეილორ ნავასმა კოსტა რიკას განუცხადა, რომ ჩილესა და პერუს წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს ნიშნავს იმას, რომ იგი სანტიაგო სოლარის დაქვემდებარების ქვეშ, მადრიდის „რეალის“ „ვალდებებასის“ ბაზაზე ივარჯიშებს, ტიბო კურტუა კი ბელგიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად გაემგზავრება და ისლანდიასა და შვეიცარიას დაუპირისპირდება.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, კომენტარი კოსტა რიკის ეროვნული ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა რონალდ გონსალესმაც გააკეთა:

„კეილორ ნავასის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია ყველა ჩვენთაგანს ესმის და ეს ყველას გვაღელვებს. მადრიდის „რეალში“ მისი არასტაბილური მდგომარეობის გამო, ნავასმა განგვიცხადა, რომ ახლა მისი ესპანეთის დედაქალაქში დარჩენისა და ვარჯიშის გაგრძელებისათვის ყველაზე შესაფერისი დრო იყო.“

„გოლკიპერს მარტში, „კონკაკაფის ოქროს თასზე“ სურს მონაწილეობის მიღება. მადრიდის „რეალში“ ახალ სიმაღლეებზე ასვლის შემდგომ, იგი აღნიშნულ ტურნირზე პირველად მიიღებს მონაწილეობას. მისი არყოფნის დროს ესტებან ალვარადოს, ლეონელ მორეირას და დარილ პარკერს მივცემთ შანსს, ისინიც შესანიშნავი მეკარეები არიან.“ - ნათქვამია კოსტა რიკის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის ინტერვიუში.

წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდგომ, მადრიდის „რეალის“ გოლკიპერი სამხრეთ ამერიკაში მხოლოდ ერთხელ გაემგზავრა - სექტემბერში მან მექსიკისა და კოლუმბიის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ მატჩებში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ კოსტა რიკამ ორივე მატჩი დათმო, ნავასმა ჩინებულად იასპარეზა და არაერთი მნიშვნელოვანი სეივი შეასრულა.

სოლარის მენეჯმენტის ქვეშ, კეილორ ნავასს კურტუას შემდგომ მეორე ადგილი მიენიჭა. ნავასს ესპანეთის თასზე დაევალა „სამეფო კლუბის“ კარის დაცვა, ტიბო კურტუა კი როგორც ჩანს, „ლა ლიგისა“ და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ითამაშებს. კეილორ ნავასის მადრიდში დარჩენის მიზანი კი ზუსტად ესაა - ბელგიელის არყოფნის ჟამს სანტიაგო სოლარის გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს.



აქვე გთავაზობთ კეილორ "სუპერნავასის" გამორჩეულ მომენტებს



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა