4 მიზეზი თუ რატომ უნდა დარჩეს სანტიაგო სოლარი

image


მადრიდის „რეალის“ პირველი გუნდის სათავეში ყოფნის 2 კვირის თავზე, არგენტინელმა სპეციალისტმა გუნდის გასახდელის ნდობა მოიპოვა, სასურველი შედეგები დააფიქსირა და ახალგაზრდებს თავის გამოჩენის შანსი მისცა.

სანტიაგო სოლარი აგრძელებს იმის დამოწმებას, რომ სწორედ იგი უნდა დანიშნოს „სამეფო კლუბმა“ პერმანენტულ მთავარ მწვრთნელად. 2 კვირაა, რაც არგენტინელი „ლოს ბლანკოსის“ პირველ გუნდს ხელმძღვანელობს და „სელტასთან“ საასპარეზოდაც მზადაა. ვიგოში გამგზავრებამდე ცხადია, რომ სოლარიმ თავის დავალებებს ბრწყინვალედ გაუმკლავდა.

კვირას, „ბალაიდოსზე“ დაპირისპირების შემდგომ, მადრიდის „რეალის“ ხელძღვანელობას სოლარის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციის წესების მიხედვით, კლუბებს დროებითი მწვრთნელის დანიშვნა მხოლოდ 2 კვირის ვადით შეუძლიათ - ეს ვადა ორშაბათს სრულდება. ორი აზრი არ არსებობს, რომ სოლარიმ მწვრთნელის კანდიდატურის შენარჩუნებისთვის ყველაფერი გააკეთა.

მოდით დავასახელოთ რამდენიმე მიზეზი...

1. ეფექტი „თეთრების“ გასახდელში

მას შემდგომ, რაც გასულ კვირას „სამეფო კლუბმა“ ხულენ ლოპეტეგი დაითხოვა, გასახდელში სოლარის მიმართ არაერთი კეთილი სიტყვა ითქვა, თანაც ძალიან სწრაფად. 42 წლის სპეციალისტმა მადრიდის „რეალთან“ ერთად 3 მატჩი ჩაატარა. მან ახალგაზრდებსაც მისცა თავის გამოჩენის საშუალება და არც ვარსკვლავები დაუტოვებია გულნატკენი - სოლარიმ ყველა პროფილის მოთამაშის ნდობა და აღიარება დაიმსახურა.

ერთ-ერთი პირველი, ვინც სოლარის მიმართ თავისი კეთილგანწყობა გამოხატა, ეს გახლდათ ტიბო კურტუა. ბელგიელის თქმით, „ვალდებებასზე“ დადებითი მუხტი დაბრუნდა. მოგვიანებით, პლზენის „ვიქტორიასთან“ გამარჯვების შემდგომ, იგივე შეხედულება ბენზემამ და კაზემირომაც დააფიქსირეს და სოლარის დატოვების წინადადებით გამოვიდნენ.

არანაკლებ ყურადსაღებია დანი სებალოსის კომენტარი, რომელმაც განაცხადა, რომ გუნდი მორალურად დაცემული იყო, სოლარიმ კი მცირე დროში შეძლო ნეგატიური აურის განდევნა.

სიის სანახავად დააკლიკეთ ციფრებს

1 2 3 4



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა