მადრიდის "რეალის" პირველი ვარჯიში "სელტასთან" შეხვედრამდე (+ვიდეო)

image


ხუთშაბათს, 8 ნოემბერს, „ვალდებებასის“ ბაზაზე, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ვარჯიში განაახლეს. „ლოს ბლანკოსი“ „სელტასთან“ დაპირისპირებისთვის ემზადება.

დანი კარვახალმა საერთო ჯგუფში ივარჯიშა. ფეხბურთელები, რომლებმაც „ვიქტორიას“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღეს მონაწილეობა, ძალების აღსადგენი ვარჯიშებით დაკავდნენ.

რაც შეეხება მარსელოსა და რაფაელ ვარანს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინიც სხვა მოთამაშეებთან ერთად ვარჯიშობდნენ.

ხესუს ვალეხო და მარიანო დიასი რეაბილიტაციის პროცესს განაგრძობენ, თუმცა მოედანზე მაინც გამოვიდნენ.

„სამეფო კლუბის“ სხვა წევრები, მათ შორის „კასტილიას“ მოთამაშეები ხავი სანჩესი და ფიდალგო, სანტიაგო სოლარის ინსტრუქტაჟით ვარჯიშობდნენ.

გახურების შემდგომ, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ბურთის ფლობაზე გააკეთეს აქცენტი. სესია პატარა ზომის მოედანზე გამართული მატჩებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებში, მადრიდის „რეალი“ „სელტას“ კვირას, 11 ნოემბერს, 23:45 საათზე დაუპირისპირდება.


აქვე გთავაზობთ მოკლე ვიდეოს "ლოს ბლანკოსის" ვარჯიშიდან




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა