კაცს ზიდანი მანქანით დაეჯახა, საჩუქრად კი სელფი მიიღო

image


ქალაქ ვალდებებასში, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა. ეს სწორედ ის ქალაქია, სადაც "სამეფო კლუბის" ბაზა მდებარეობს.

ესპანური გამოცემის "Mundo Deportivo"-ს თქმით, სპეციალისტი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა და ქალაქის მაცხოვრებლის, იგნასიო ფერნანდესის მანქანას დაეჯახა.

მამაკაცი ავტომობილიდან სწრაფად გადმოვიდა და გაოცდა, როდესაც მანქანის საჭესთან ზინედინ ზიდანი იხილა. მოქალაქემ ფრანგს მომენტალურადვე სთხოვა სელფის გადაღება.

"ზიდანს ჩემთან ერთად სელფის გადაღება ვთხოვე, რადგანაც ჩემი მეგობრები არ დამიჯერებდნენ, რომ ზინედინ ზიდანი დამეჯახა. მან მითხრა: "კარგი", ქუდი მოიხადა და ფოტოც გადავიღეთ." - წერს იგნასიო.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა