ტონი კროოსის სარკასტული ტვიტი, რომელმაც "რეალის" გულშემატკივრები უკიდურესად აღაშფოთა

image


მიმდინარე სეზონის ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდის „რეალის“ შეუფერებელი ასპარეზობის ფონზე, „ვალიადოლიდთან“ მოპოვებული გამარჯვება „სამეფო კლუბისთვის“ მნიშვნელოვანი გახლდათ. როგორც იქნა, "თეთრებმა" მოუგებელი სერია გაწყვიტეს.

"ლოს ბლანკოსის" წარმატების შესახებ მოსაზრება ტონი კროოსმაც დააფიქსირა. გერმანელმა ფეხბურთელმა თავისი პოზიცია ტვიტერზე საკმაოდ ლაკონურად დააფიქსირა.

როგორც ჩანს, გულშემატკივრები კროოსის იუმორს ვერ ჩასწვდნენ.

ტონი კროოსმა ტვიტი მადრიდის „რეალის“ მიერ „ვალიადოლიდის“ 2:0 ანგარიშით დამარცხებას მიუძღვნა, მაგრამ ნახევარმცველის სარკასტულობამ მომხმარებელთა უმრავლესობა საშინლად აღაშფოთა.

კროოსის ტვიტი საკმაოდ პოპულარული გახდა და სოციალურ ქსელში აქტიურად ცირკულირებდა. ბევრმა მადრიდისტამ ჩათვალა, რომ გერმანელის სარკასტული შეტყობინება უდროო და შეუსაბამო იყო, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მადრიდის „რეალმა“ „ვალიადოლიდთან“ დაპირისპირებამდე 30-დან მხოლოდ 14 ქულის მოპოვება შეძლო.

გულშემატკივრებში გამოწვეული განრისხება ძირითადად იმ თვალსაზრისს ეყრდნობოდა, რომ „სამეფო კლუბმა“ „ბერნაბეუზე“ 3 ქულის მოპოვებისთვის ძალიან ბევრი იბრძოლა, რაც გუნდს ესოდენ სჭირდებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, „თეთრების“ მხარდამჭერებმა კროოსის სარკასტული პოსტი გერმანელის მხრიდან უდარდელობისა და გუნდის მძიმე ვითარებისადმი უგრძნობლობის გამოხატულებად მიიჩნიეს.

"გუშინ ჩვენ ლიგის მატჩი მოვიგეთ." - ასეთი გახლდათ ტონი კროოსის ტვიტი "ვალიადოლიდთან" გამარჯვების შემდგომ.

არანაკლებ საინტერესოა თქვენი პოზიცია, რას ფიქრობთ აღნიშნულთან დაკავშირებით?


ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ტონი კროოსის საუკეთესო მომენტები




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა