მადრიდის "რეალი" "ადიდასთან" უპრეცენდენტო და ისტორიულ კონტრაქტს გააფორმებს

image


მადრიდის „რეალი“ „ადიდასთან“ გრანდიოზულ ხელშეკრულებას გააფორმებს, რომელშიც საერთო თანხად 1.1 მილიარდი ევროა დასახელებული.

ისტორიული შეთანხმება ითვალისწინებს იმ პუნქტს, რომლის თანახმადაც, ყოველ მომდევნო სეზონში, 10 წლის მანძილზე, „თეთრები“ მინიმუმ 110 მილიონი ევროს გამომუშავებას შეძლებენ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი მადრიდული კლუბი კონკრეტულ სეზონში ტიტულების მოგებასაც შეძლებს, დასახელებული თანხა 150 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

გერმანულ მწარმოებელთან გაფორმებული ახალი უპრეცენდენტო სპონსორული კონტრაქტი მოქმედ ხელშეკრულებაზე ორჯერ უფრო მასშტაბურია. ამჟამინდელი კონტრაქტის მიხედვით „რეალი“ სეზონში მხოლოდ 52 მილიონ ევროს იღებს.

ამ მომენტამდე, ტექნიკურ სპონსორებთან მიმართებით, ყველაზე დიდ ხელშეკრულებად „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ადიდასის“ შეთანხმება ითვლებოდა, რომლის თანახმადაც, ინგლისური გრანდი გერმანული კომპანიისგან წელიწადში 85 მილიონ ევროს იღებს, მომდევნო მოცულობით ხელშეკრულებად კი „ბარსელონასა“ და „ნაიკთან“ არსებული კონტრაქტი ითვლება - კატალონიური კლუბი წელიწადში 83 მილიონი ევროს გამოიმუშავებს.


ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ მადრიდის "რეალისა" და "ადიდასის" მიმდინარე სეზონის კომერციული ვიდეორგოლი




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა