რას უპირებს ლოპეტეგი ვინისიუსს? - მწვრთნელმა გადაწყვეტილება მიიღო

image


მანამ, სანამ მადრიდის „რეალი“ კრიშტიანუ რონალდუსა და ერთ სეზონში მის მიერ გატანილი 50 გოლის საკომპენსაციო ვარიანტის პოვნას ცდილობს, ხულენ ლოპეტეგმა ვინისიუს ჟუნიორისათვის სპეციალური გეგმა უკვე შეადგინა.

ვინისიუსმა თავისი მოგზაურობა "ფლამენგოში" წამოიწყო და საერთაშორისო ასპარეზზე ბრწყინვალე პერფორმანსებით თავი მალევე გამოიჩინა. ამ ფეხბურთელმა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის პირადი ნდობაც კი მოიპოვა და ეს უკანასკნელი დაარწმუნა იმაში, რომ სწორედ იგია ის ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია ისეთი დონის თამაშის დემონსტრირება, რაც ნეიმარმა „ბარსელონაში“ გადასვლიდან მალევე შეძლო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აღსაშნავია ისიც, რომ „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ, ევროპის სუპერთასის ფინალში, ვინისიუსი მოედანზე არ გამოსულა. დამატებით დროში, „ლოს ბლანკოსს“ გოლების გატანა სჭირდებოდა, მაგრამ ვინისიუსი არსად ჩანდა.

მიმდინარე სეზონში, ლოპეტეგი ვინისიუსის პირველ გუნდში შეყვანას აპირებს, თუმცა იგი არ იჩქარებს, მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებელ სეზონში ბრაზილიელს საკმაოდ სერიოზულ როლს აკისრებდა. ბასკელ სპეციალისტს არ სურს ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელის ზედმეტად დატვირთვა. ვინისიუსის პირველ გუნდში თამაშის გამოცდილება ეპიზოდურია და არა სისტემატური. სამხრეთ ამერიკაში მოასპარეზე ფეხბურთელთა უმრავლესობა ძნელად ეგუება ევროპულ ფეხბურთს. მაგალითისათვის, საკმარისია გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ „რეალს“ რობინიოც ყავდა. ევროპის სუპერთასის ფინალში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ, „ლოს ბლანკოსი“ ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა - საულის გოლის შემდგომ, ევროპის ჩემპიონებმა წნეხს ვერ გაუძლეს, „პორტუს“ ყოფილ მწვრთნელს კი სურდა ვინისიუსისთვის ყოველგვარი პოტენციური ნეგატივი, უარყოფითი გარემოება თუ ემოცია თავიდან აეცილებინა.

ვინისიუსი ესპანეთის დედაქალაქში არცთუ დიდი ხნის წინ ჩამოვიდა. იგი ესპანელ სპეციალისტს სრულად ენდობა და თავის მასწავლებლად თვლის. ლოპეტეგი ამას ნამდვილად იმსახურებს - იგი ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის კოლოსალურ გამოცდილებას ფლობს. მთავარ მწვრთნელს ვინისიუსის მსგავს ფეხბურთელებთან უკვე უთანამშრომლია. ვინისიუს ჟუნიორი ის ახალგაზრდაა, რომელიც ლა ლიგაში თავის მოგზაურობას მხოლოდ ახლა იწყებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარები 1

luka 18 აგვისტო 2018 23:39
dzalian kargi nel nela unda sheechvios pirvel gunds.xandaxan unda atamashos kidec ise kastiliashi iyos

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა