სოლარის პირველი სერიოზული გადაწყვეტილება! - სპეციალისტმა ფეხბურთელების გული მოიგო

image


"შენ შეიძლება კარგი ტაქტიკოსი იყო, მაგრამ ზოგჯერ მენეჯმენტი უფრო მნიშვნელოვანია" - ეს სიტყვები სერხიო რამოსს ეკუთვნის, რომელიც მან "ბარსელონასთან" მარცხის შემდეგ წარმოსთქვა.

მაშინ ბევრისთვის ეს განცხადება გაუგებარი იყო , ბევრი ვერ მიხვდა თუ რას გულისხმობდა სერხიო რამოსი, 2 დღეში დაკავებული თანამდებობიდან ლოპეტეგი გაანთავისუფლეს და მის ნაცვლად კი დროებით სანტიაგო სოლარი დაინიშნა.

არგენტინელმა სეპციალისტმა მალევე თავის ადგილას დააბრუნა გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელი ანტონიო პინტუსი, რომელიც ლოპეტეგიმ დააქვეითა და ერთი რიგითი მწვრთნელის ფუნქციების შესრულება დაევალა, არადა აღმოჩნდა, რომ პინტუსი "რეალის" მოთამაშეებისთვის ძალიან საყვარელი ადამიანია და ბევრჯერ ფეხბურთელები გატანილ გოლებსაც სწორედ მას უძღვნიან.

დღევანდელი გადმოსახედით კი უკვე გასაგებია თუ რას გულისხმობდა სერხიო რამოსი, როდესაც ლოპეტეგს მენეჯმენტი დაუწუნა. პინტუსი "რეალში" ზიდანის კადრია, მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ ტურინში გაიცნეს, როდესაც ზიდანი "იუვენტუსის" შემადგენლობაში თამაშობდა, ზიდანის "რეალში" დანიშვნის შემდეგ კი პინტუსი გუნდის განუყოფელი ნაწილი გახდა.

"რეალის" ფეხბურთელები ხშირად მას დესპოტსაც კი უწოდებენ, რადგან მისი ვარჯიშები ძალიან მძიმეა, მაგრამ თავად მწვრთნელიც ბიჭებთან ერთად ვარჯიშობს და მათ დიდ მოტივაციას აძლევს.

სოლარის პირველი სერიოზული გადაწყვეტილება! - სპეციალისტმა ფეხბურთელების გული მოიგო


პინტუსი, რომ მნიშვნელოვანი კაცია ეს მაშინაც კარგად გამოჩნდა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, ესპანეთის მეფე "რეალის" გასახდელში იმყოფებოდა და სურათის გადაღება სწორედ პინტუსთან ითხოვა.

როგორც ჩანს სოლარი ცდილობს ზიდანის მაგალითზე გაწვრთნას "რეალი" და გუნდში ძველი განწყობა და ატმოსფერო დააბრუნოს, ეს ყველაფერი კი მადრიდისტებს იმედს უსახავს, რომ არგენტინელი გუნდის კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა