გამოკითხვის საბოლოო შედეგები: ძირითადის რომელი ფეხბურთელი უნდა შეცვალოს ვინისიუსმა ?

image


ესპანეთის საფეხბურთო თასის პირველი მატჩის ფარგლებში „მელილიას“ წინააღმდეგ (4:0), მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდა თავდამსხმელმა ვინისიუს ჟუნიორმა თავისი ასპარეზობით გულშემატკივრები ნამდვილად გაგვაკვირვა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემის შესრულებაც მოახერხა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკუთარ ვებგვერდზე, ესპანურმა ყოველდღიურმა სპორტულმა გამოცემა „AS”-მა მკითხველებს შორის გამოკითხვა აწარმოა და დაინტერესდა, თუ ვინ უნდა შეცვალოს ვინისიუსმა „თეთრების“ ძირითადი შემადგენლობიდან.

რესპოდენტების უმრავლესობა, უფრო ზუსტად კი 46% თვლის, რომ ნიჭიერმა ბრაზილიელმა გარეტ ბეილი უნდა ჩაანაცვლოს. 35%-ის აზრით, ჟუნიორს ადგილი ბენზემამ უნდა დაუთმოს. 10%-მა ასენსიო დაასახელა, 9%-მა კი ისკო.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი სანტიაგო სოლარი 18 წლის ვინისიუსის შესაძლებლობებს ბრწყინვალედ იცნობს, რადგანაც მასთან ერთად „კასტილიაში“ მუშაობდა და ფეხბურთელზე დაკვირვებისთვის საკმარისი დრო ჰქონდა.


აქვე შეგიძლიათ იხილოთ ვინისიუს ჟუნიორის ასპარეზობის "ჰაილაითები" ბრაზილიისა და ჩილეს 20-წლამდე ნაკრებთა დაპირისპირებიდან



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა