რა მოთხოვნები წაუყენა კონტემ პერესს, რის გამოც "რეალის" პრეზიდენტმა იტალიელი უარით გაისტუმრა

image


მადრიდის „რეალის“ ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა იმ მიზეზების შესახებ ისაუბრა, რომელთა გამოც ანტონიო კონტე „სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელი ვეღარ გახდა.

„კონტემ სამწლიანი კონტრაქტი, მის მიერ ამორჩეული 5 ადამიანის მოყვანა და სატრანსფერო პოლიტიკაში სრული თავისუფლება მოითხოვა."

"ფლორენტინო პერესი მსგავსი ულტიმატუმისთვის მზად არ აღმოჩნდა და კონტე უარით სწორედ ამიტომ გაისტუმრა."

„მე მიმაჩნია, რომ ანტონიო კონტე არ არის ის მწვრთნელი, ვის ხილვასაც „ბერნაბეუ“ ელის."

"ის, ისევე როგორც მოურინიო, დაცვაზე ორიენტირებული სპეციალისტია და კონტრშეტევებზე დაფუძნებულ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას."

"ჟოზე მოურინიოს ექსპერიმენტმა ცხადჰყო, რომ მსგავსი მიდგომა „რეალისთვის“ საუკეთესო იდეას ნამდვილად არ წარმოადგენს.“ - ნათქვამია "BBC"-ის მიერ გავრცელებულ კალდერონის ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ კალდერონი "რეალის" პრეზიდენტის პოსტს 2006-2009 წლებში იკავებდა.


კონტე საკმაოდ ექსცენტრიული, იმპულსური და ემოციური პიროვნებაა, რაც მის საქმიანობაშიც არაერთხელ აისახა. გთავაზობთ მომენტებს, სადაც კონტემ საკუთარი სიფიცხე ვეღარ დამალა.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარები 1

luka 2 ნოემბერი 2018 20:54
sulac ar mindoda conte

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა