ახალგაზრდა ფედერიკო ვალვერდეს მომავალი "რეალში" გარკვეულია

image


სავარაუდოდ, 31 აგვისტომდე, სატრანსფერო ფანჯრის ოფიციალურად დახურვამდე, მადრიდის „რეალი“ სატრანსფერო ბაზარზე თავის სვლას მაინც განახორციელებს.

როგორც ირკვევა, ფედერიკო ვალვერდე 2018/19 წლების სეზონში „სამეფო გუნდში“ დარჩება. ურუგვაელმა ნახევარმცველმა შესანიშნავი მოსამზადებელი სეზონი ჩაატარა. მან „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

ხულენ ლოპეტეგს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის ბრწყინვალე გამოცდილება გააჩნია და კარგი რეპუტაციითაც სარგებლობს. მან ესპანეთის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდულ გუნდთან ერთად არაერთი სენსაციური პერიოდი გამოიარა. იგი დაკვირვებით ადევნებს თვალს მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდულ აკადემიასაც. ესპანელი სპეციალისტი აღტაცებულია ვალვერდეს მრავალფეროვნებითა და უნივერსალურობით, რის დემონსტრირებასაც ეს უკანასკნელი ნახევარდაცვაში ახდენს. ვალვერდეს კაზემიროს პოზიციის შევსება ჩინებულად ძალუძს. შეინიშნება ტენდენცია, რომ როდესაც ბრაზილიელი დაღლილი ან ტრავმირებულია, „ლოს ბლანკოსს“ აღნიშნულ პოზიციაზე პრობლემები ექმნება.

მატეო კოვაჩიჩს მეტი სათამაშო დრო სჭირდებოდა და ამიტომაც ერთწლიანი იჯარით „ჩელსის“ მიაშურა. ახლა მადრიდის „რეალი“ არცთუ მარტივი ამოცანის წინაშე დგას - „ლოს გალაქტიკოსმა“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მისი მსგავსი ფეხბურთელი უნდა გამოძებნოს.

სინამდვილეში, მადრიდის „რეალი“ ყოველთვის დარწმუნებული გახლდათ ვალვერდეს შესაძლებლობებში 2016 წელს მისი შემოერთებიდან მოყოლებული. ბევრი იმედოვნებდა, რომ როგორც კი ტონი კროოსისა და ლუკა მოდრიჩის ეპოქა დასრულდებოდა, ვალვერდე იქნებოდა ის ფეხბურთელი, რომელიც პირველ გუნდში მათ ადგილს დაიკავებდა. ზუსტად იმავე აზრზეა ფეხბურთელის პირადი წარმომადგენელი ხერარდო ელ პელადო რაბაიდა.

„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ვალვერდე პირველი გუნდის შემადგენლობაში ადგილს დაიმკვიდრებდა და აზრი არ შემიცვლია.“ - აცხადებს ფეხბურთელის აგენტი.

წყარო: “Marca”.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა