"რეალში" ბეილის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება

image


მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავმა ისკომ სუპერთასის ფინალში „ატლეტიკოსთან“ დამარცხების შემდგომ, ფლორენტინო პერესს თავისი პოზიცია ამცნო.

„ლოს ბლანკოსმა“ თავისი ადგილობრივი მეტოქის წინააღმდეგ უკვე 2-ჯერ მოიპოვა ანგარიშში უპირატესობა, მაგრამ ორივე შეხვედრა დათმო. ასე მოხდა ესტონეთის დედაქალაქ ტალინშიც, სადაც „სამეფო კლუბი“ 2-4 ანგარიშით დამარცხდა.

მადრიდის „რეალის“ შემადგენლობიდან გოლები კარიმ ბენზემამ და სერხიო რამოსმა გაიტანეს, თუმცა ისკო ერთი თანაგუნდელით განსაკუთრებით უკმაყოფილო აღმოჩნდა.

ნახევარმცველმა აღიარა, რომ მატჩში გარეტ ბეილისგან უფრო მეტს მოელოდა, ვიდრე იხილა.

ბეილმა მოედანზე 120 წუთი გაატარა და ბენზემას საგოლე გადაცემაც გაუკეთა, მაგრამ თავად გოლი ვერ გაიტანა.

მადრიდის „რეალის“ ახალ მთავარ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგს სურს, რომ უელსელმა კრიშტიანუ რონალდუ ჩაანაცვლოს და მისი საქმე განაგრძოს. თავის მხრივ, მოგეხსენებათ, რონალდუ ამ ზაფხულს 89 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ „იუვენტუსს“ შეუერთდა.

მადრიდის წამყვანი მოთამაშეები ღელავენ არსებული სიტუაციის შესახებ. ისინი ამბობენ, რომ ბეილის დამოკიდებულება შორსაა იდეალურისგან და ამგვარი მიდგომით იგი კლუბის ახალი სახე ვერ გახდება.

ესტონეთში „ატლეტიკოსთან“ დაპირისპირებამდე, „სამეფო გუნდის“ ესპანელი სპეციალისტი 29 წლის უელსელის მომზადების დონით კმაყოფილი და დაიმედებული ჩანდა. ამასთან, აცხადებდა, რომ ბეილი მზადაა ახალი სეზონისათვის.

„ბეილი ძალიან მოტივირებულია. იგი უმაღლესი დონის პროფესიონალი ფეხბურთელია, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელივით მთელი შემართებით ვარჯიშობს და ენთუზიაზმს არ კარგავს.“

„ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ, მთავარი სწორედ ესაა. ბეილი თავისი მრავალფეროვანი შესაძლებლობებით ავსებს კლუბს და ფსიქოლოგიურადაც მტკიცედ გრძნობს თავს. ეს გარემოება იმედს მაძლევს და დარწმუნებულიც ვარ, რომ იგი დიდებულ სეზონს ჩაატარებს.

დამარცხებისდა მიუხედავად, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ბეილს არ აკნინებს.

„მან ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ეს სეზონის ის პერიოდია, როდესაც ყველა ფეხბურთელი შეუძლებელია საუკეთესო ფორმაში იყოს.“

„კმაყოფილი ვართ იმ ფეხბურთით, რის დემონსტრირებასაც ბეილი ახდენს და ვიმედოვნებთ, რომ მატჩიდან მატჩამდე თამაშის დონეს კიდევ უფრო მოუმატებს.“ - განაცხადა მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგმა.

როგორც ჩანს, ყველა არ იზიარებს ლოპეტეგის შეხედულებას და მითუმეტეს არ სჯერათ იმის, რომ ვინმეს კრიშტიანუ რონალდუს ჩანაცვლება ხელეწიფება.

წყარო: ესპანური ყოველკვირეული სპორტული გამოცემა "Don Balon".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარები 1

bale star 11 19 აგვისტო 2018 11:44
ბეილი მაგარია

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა