წყევლა გრძელდება: "რეალის" კიდევ ერთი ფეხბურთელი ტრავმირებულია და 1 თვეს გამოტოვებს

image


მადრიდის "რეალი" კატასტროფულ მდგომარეობაშია.

"სამეფო კლუბში" შექმნილი ვითარების აღსაწერად სიტყვა "კრიზისიც" აღარ კმარა, ეს უკვე ნამდვილი წყევლაა.

როგორც იცით, ცოტა ხნის წინ "თეთრების" ახალგაზრდა მცველი ხესუს ვალეხო დაზიანდა, "ბარსელონასთან" მატჩის შემდგომ კი ტრავმა მარსელომაც მიიღო, რომელიც საერთაშორისო პაუზამდე ვეღარ იასპარეზებს.

მარსელოსთან ერთად, ტრავმა მარიანომაც მიიღო. მადრიდის "რეალის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დომინიკელ თავდამსხმელს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა, რის შემდგომაც გაირკვა, რომ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმა აქვს. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამდენ ხანს ვეღარ იასპარეზებს მარიანო, თუმცა დიდი შანსია, რომ მარსელოს მსგავსად, მასაც ნოემბრის საერთაშორისო პაუზამდე ყველა მატჩის გამოტოვება მოუწიოს.

ცუდი ამბები ამით არ მთავრდება. ცოტა ხნის წინ "ლოს ბლანკოსის" ოფიციალურ ვებგვერდმა კვლავ გაავრცელა არასასიამოვნო სიახლე. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ვალეხოს, მარსელოს და მარიანოს შემდეგ, ახლა მადრიდის "რეალის" მცველმა რაფაელ ვარანმაც მიიღო ტრავმა. იგი მოედანზე 1 თვის განმავლობაში ვეღარ გამოვა.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ტრავმა თანაგუნდელების მსგავსად "ბარსელონასთან" (1:5) მატჩის დროს მიიღო. ლოპეტეგმა იგი 46-ე წუთზე შეცვალა. 25 წლის მცველსაც მარჯვენა ფეხის ტრავმა აქვს.

მიმდინარე სეზონში, ვარანმა "ლა ლიგის" 10 მატჩიდან 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ძალიან სამწუხაროა, რომ "ლოს გალაქტიკოსის" სირთულეები არა და არ წყდება და პირიქით ხდება, პრობლემები იმატებს კიდევაც.

აქვე იხილეთ ვარანეს 2018 წლის საუკეთესო მომენტები


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა