ცნობილია თუ როდის დამტკიცდება "რეალის" ახალი მთავარი მწვრთნელი მუდმივი ვადით

image


ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციის წესების მიხედვით, მადრიდის „რეალის“ ახალ მწვრთნელ სანტიაგო სოლარის 2 კვირა აქვს იმისათვის, რათა „რეალის“ პრეზიდენტი და ხელმძღვანელობა დაარწმუნოს, რომ მას „სამეფო კლუბის“ მძიმე ვითარებიდან ამოყვანის ძალა ნამდვილად შესწევს და სწორედ ისაა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყოფნის რეალური კანდიდატურა. 15 დღის გასვლის შემდგომ, სოლარის დროებითი მწვრთნელის სტატუსში ყოფნა აღარ შეეძლება.

სოლარი მწვრთნელად დროებით დაინიშნა, მაგრამ თუ „რეალის“ საქმე კარგად წავიდა, იგი უკვე მუდმივი მწვრთნელის როლს შეითავსებს.

ცნობილია ის, რომ „რეალის“ პირველ გუნდს სოლარის სჯერა, რადგანაც ამ უკანასკნელს კლუბის ფილოსოფია ბრწყინვალედ ესმის. აღნიშნული ცოდნის განმაპირობებელი სოლარის წარსულია - „რეალში“ მოთამაშის ამპლუაში გატარებული წლების შემდგომ, იგი „სამეფო კლუბის“ ახალგაზრდულ აკადემიაშიც მუშაობდა.

არგენტინელს წინ 2 კვირა აქვს იმისათვის, რომ 4 თამაშის განმავლობაში, თავისი მწვრთნელობის შესაძლებლობები გამოავლინოს.

ამ გამოცდის გავლის შემთხვევაში, სოლარი აღარ იქნება დროებითი მწვრთნელი, არამედ საბოლოოდ დამტკიცდება თავკაცის პოსტზე.

როდესაც ლოპეტეგისთან დაკავშირებული სიტუაცია უკვე აუტანელი გახდა, ფლორენტინო პერესის სიაში პირველი სახელი სწორედ სოლარი გახლდათ.

პრეზიდენტს სოლარი მოსწონს და ამას გარდა, ამ ეტაპზე, „რეალს“ ახალი მწვრთნელის რეალური კანდიდატურა არც ჰყავს. სოლარის შანსი აქვს, რომ მომავალ ორ მატჩში „მელილას“ და „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ თავი გამოიჩინოს.

42 წლის სოლარიმ მადრიდის „რეალის“ დაბალი კატეგორიის გუნდებში ხუთნახევარი სეზონი დაჰყო, სადაც დიდი გამოცდილება შეიძინა.

ახლა, სანტიაგოს შანსი აქვს დაამოწმოს, რომ არც ელიტარული დონე წარმოადგენს მისთვის დაბრკოლებას.

ფეხბურთელის ამპლუაში მიღებული კოლოსალური გამოცდილება გუნდის წევრებთან ურთიერთობისას სოლარის ნამდვილად წაადგება.

შეგახსენებთ, რომ ცუდი შედეგების დაფიქსირების გამო, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ხულენ ლოპეტეგი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებულ იქნა. მის შემცვლელად იტალიელი სპეციალისტი ანტონიო კონტე სახელდებოდა, მაგრამ მხარეებმა შთანხმებას ვერ მიაღწიეს.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა